ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ლადო სადღობელაშვილი რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „ესენი საზოგადოებისთვის საშიშები არიან - ასეთი

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი რადიკალური პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო პროცესს გამოეხმაურა და მიესალმა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, საზოგადოება ამ პარტიების პოლიტიკური ველიდან გაქრობას ითხოვს, რადგან ისინი საზოგადოებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ.

ლადო სადღობელაშვილი რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „ესენი საზოგადოებისთვის საშიშები არიან - ასეთი
ლადო სადღობელაშვილი რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „ესენი საზოგადოებისთვის საშიშები არიან - ასეთიPOSTV

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი რადიკალური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო პროცესის განხილვას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ პარტიების პოლიტიკური ველიდან გაქრობას ითხოვს.

„გადაწყვეტილებას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კრიმინალური დაჯგუფების ასაკრძალად, მე მივესალმები. ჯერ კიდევ მაშინ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირებული ფაშისტურ პარტიასთან და მათი ფაშისტური, ნაცისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე ითხოვდა საზოგადოება მათ გაქრობას. „ქართული ოცნება“ პირდაპირ ებრძვის იმ „ნაციონალურ მოძრაობას“, რის აკრძალვასაც ხალხი ითხოვდა.

ამ დამნაშავეებს, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანებზე სადისტურად ძალადობდნენ, ჰყიდდნენ ჩვენს ქვეყანას, მათზე იურიდიული, პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა შეეზღუდოთ ქვეყანაში, ესენი საზოგადოებისთვის საშიშები არიან, აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკურ ველზე“, – აღნიშნა სადღობელაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გადაწყვეტილებას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კრიმინალური დაჯგუფების ასაკრძალად, მე მივესალმები. ჯერ კიდევ მაშინ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირებული ფაშისტურ პარტიასთან და მათი ფაშისტური, ნაცისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე ითხოვდა საზოგადოება მათ გაქრობას. „ქართული ოცნება“ პირდაპირ ებრძვის იმ „ნაციონალურ მოძრაობას“, რის აკრძალვასაც ხალხი ითხოვდა. ამ დამნაშავეებს, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანებზე სადისტურად ძალადობდნენ, ჰყიდდნენ ჩვენს ქვეყანას, მათზე იურიდიული, პოლიტიკური მოღვაწეობა უნდა შეეზღუდოთ ქვეყანაში, ესენი საზოგადოებისთვის საშიშები არიან, აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკურ ველზე“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.