ანა წითლიძე: „დღევანდელი აქცია არ იქნება აქცია, რომელიც ჩატარდა და მორჩა - პირიქით, ეს აქცია უნდა იყოს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი აქცია უნდა გახდეს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლების დასაწყისი. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული უარისა, პარტია რიყის დოქებთან შეკრებას მაინც გეგმავს.

„დღევანდელი აქცია არ იქნება აქცია, რომელიც ჩატარდა და მორჩა – პირიქით, ეს აქცია უნდა იყოს დასაწყისი იმის, რომ ქვეყანაში მასშტაბური აქციები დაიწყოს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ.
„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინააღმდეგობაში და კონფრონტაციაში შევიდეთ. ვაპირებთ, რომ ეს აქცია მშვიდად და წყნარად ჩავატაროთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუგებარი მიზეზით ვერ დაგვიშლის, განვახორციელოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და მშვიდად და წყნარად შევიკრიბოთ.
ზოგადად, ჩვენ უნდა განვაახლოთ აქციები და ეს აქციები უნდა გადაიზარდოს კიდევ უფრო ფართომასშტაბიან აქციებში. „ნაციონალური მოძრაობა“ აქ თამაშობს მთავარ როლს.
ეს აქცია არ იქნება აქცია, რომელიც ჩატარდა და მორჩა. პირიქით, ეს აქცია, უნდა იყოს დასაწყისი იმის, რომ ქვეყანაში მასშტაბური აქციები დაიწყოს. ასე ვუყურებთ ჩვენ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას.
ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის, ჟურნალისტები, აქტივისტები, სტუდენტები. ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ და ამ პირობებში, ერთადერთი, რითაც შეგვიძლია, წნეხი მოვახდინოთ რეჟიმზე ქვეყნის შიგნით, არის აქციები“, – განაცხადა წითლიძემ.
ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, რიყის პარკში 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი აქციის ჩატარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღეს, თუმცა, ამის მიუხედავად, 1-ელ ოქტომბერს, 17:00 საათზე, რიყის დოქებთან მაინც შეიკრიბებიან.
ციტატები სტატიიდან
„დღევანდელი აქცია არ იქნება აქცია, რომელიც ჩატარდა და მორჩა – პირიქით, ეს აქცია უნდა იყოს დასაწყისი იმის, რომ ქვეყანაში მასშტაბური აქციები დაიწყოს“
„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინააღმდეგობაში და კონფრონტაციაში შევიდეთ. ვაპირებთ, რომ ეს აქცია მშვიდად და წყნარად ჩავატაროთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუგებარი მიზეზით ვერ დაგვიშლის, განვახორციელოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და მშვიდად და წყნარად შევიკრიბოთ. ზოგადად, ჩვენ უნდა განვაახლოთ აქციები და ეს აქციები უნდა გადაიზარდოს კიდევ უფრო ფართომასშტაბიან აქციებში. „ნაციონალური მოძრაობა“ აქ თამაშობს მთავარ როლს. ეს აქცია არ იქნება აქცია, რომელიც ჩატარდა და მორჩა. პირიქით, ეს აქცია, უნდა იყოს დასაწყისი იმის, რომ ქვეყანაში მასშტაბური აქციები დაიწყოს. ასე ვუყურებთ ჩვენ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას. ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის, ჟურნალისტები, აქტივისტები, სტუდენტები. ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ და ამ პირობებში, ერთადერთი, რითაც შეგვიძლია, წნეხი მოვახდინოთ რეჟიმზე ქვეყნის შიგნით, არის აქციები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.