ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებულ პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს, რუსთავის მერიაში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მერიაში 20 სტუდენტმა პირველი სამუშაო დღე დაიწყო. სტუდენტებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა და წარმატებები უსურვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებულ პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს, რუსთავის მერიაში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებულ პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს, რუსთავის მერიაში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვთრუსთავი 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურში 20 სტუდენტი გაივლის სტაჟირებას.

პროგრამის მონაწილე სტუდენტებს, პირველ სამუშაო დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდება.

"რუსთავის მერიის თითქმის ყველა სამსახურში, პირველი სამუშაო დღე აქვთ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებულ სტაჟირების პროგრამაში ჩაერთნენ. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს. ეს პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც სტუდენტებისთვის და მათი კარიერული განვითარებისთვის, ასევე ჩვენთვისაც. ვფიქრობ, რომ ეს ახალგაზრდები ბევრ სიახლეს შემოიტანენ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტრმბრიდან გამოცხადდა. პროგრამის მონაწილე სტუდენტები 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას, ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო უწყებაში გაივლიან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსთავის მერიის თითქმის ყველა სამსახურში, პირველი სამუშაო დღე აქვთ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებულ სტაჟირების პროგრამაში ჩაერთნენ. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს. ეს პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც სტუდენტებისთვის და მათი კარიერული განვითარებისთვის, ასევე ჩვენთვისაც. ვფიქრობ, რომ ეს ახალგაზრდები ბევრ სიახლეს შემოიტანენ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში“
ნინო ლაცაბიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.