ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი, იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კიევში შეხვდა IPSOS-ის რეგიონულ დირექტორს, რომელმაც უთხრა, რომ საქართველოში კვლევების ჩატარება ურთულესია ხალხის შიშის გამო. სააკაშვილის თქმით, მოსახლეობას სიმართლის თქმის ეშინია და მოუწოდებს მხარდამჭერებს, შეწყვიტონ წუწუნი.

მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი, იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი, იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათპირველი არხი

ტყვედ ჩავარდნის წინ, კიევში შევხვდი IPSOS საზოგადოებრივი კვლევის, უდიდესი ევროპული კომპანიის რეგიონულ დირექტორს. მან მითხრა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება ურთულესია, ვინაიდან ხალხს ზუსტად ისევე ეშინია, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და დონეცკში და რომ პირდაპირ კითხვის დასმა უაზრობაა, ირიბი კითხვებით უნდა დაადგინო ნამდვილი განწყობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხალხს კვლევებში სიმართლის თქმის ეშინია.

„ასეთი იყო სიმართლე მასობრივ რეპრესიებამდე. ხალხის ციხეში ჩაყრამდე და ქუჩებში ხალხის ტერორამდე და ახლა როგორ ეშინია ხალხს კვლევებში სიმართლის თქმის, ხომ წარმოგიდგენიათ. და 46%-დან, რომელმაც უარი თქვა პასუხის გაცემაზე, რამდენია იგივე „ნაცმოძრაობის“ მხარეს? და ვინც თქვა, „ოცნებას“ ვაძლევ ხმასო, რამდენი ოჯახის წევრია აიპ-ის და სიპ-ის თანამშრომელი, ან რამდენს უბრალოდ ეშინია სიმართლის თქმა.

და ბოლოს დ აბოლოს, აქეთ იქით გაიხედეთ, თქვენ გარშემო რამდენი ადამიანი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? ხოდა შეწყვიტეთ მოთქმა და ქოთქოთი, იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ასეთი იყო სიმართლე მასობრივ რეპრესიებამდე. ხალხის ციხეში ჩაყრამდე და ქუჩებში ხალხის ტერორამდე და ახლა როგორ ეშინია ხალხს კვლევებში სიმართლის თქმის, ხომ წარმოგიდგენიათ. და 46%-დან, რომელმაც უარი თქვა პასუხის გაცემაზე, რამდენია იგივე „ნაცმოძრაობის“ მხარეს? და ვინც თქვა, „ოცნებას“ ვაძლევ ხმასო, რამდენი ოჯახის წევრია აიპ-ის და სიპ-ის თანამშრომელი, ან რამდენს უბრალოდ ეშინია სიმართლის თქმა. და ბოლოს დ აბოლოს, აქეთ იქით გაიხედეთ, თქვენ გარშემო რამდენი ადამიანი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? ხოდა შეწყვიტეთ მოთქმა და ქოთქოთი, იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ“
მიხეილ სააკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.