პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სააკაშვილი – დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ, გარდა თქვენი ვიწრო „კუტოკებისა“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მასთან დაპირისპირების გამო ოპოზიციას მომხრე აღარ დარჩა და აფრთხილებს, რომ ქვეყანა გაქრობის საფრთხის წინაშეა, ამიტომ საერთო საქმის გარშემო გაერთიანება აუცილებელია.

მიხეილ სააკაშვილი – დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ, გარდა თქვენი ვიწრო „კუტოკებისა“
პირველი არხი

ჩვეულებრივ პოლიტიკურ სიტუაციაში და საარჩევნო გარემოში რომ ვიყოთ, მე თვითონ შევძლებდი უმრავლესობის აღებას და ძირითადად ახალგაზრდული გუნდით მოსვლას, მაგრამ ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, საკითხი შემდეგნაირად დგას – ან საერთო საქმის გარშემო გაერთიანება, ან გაქრობა.

„ლიტვაში IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) მოწყობილ კონფერენციაზე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა უთხრეს, რომ მათი ერთადერთი შანსი ჩემთან გაერთიანებაა. ამაზე ამ ოპოზიციონერებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. მიშასთან არ გვინდა, ეს ჩვენს მომხრეებს არ სურთო და მიშა ერთიანობის ჩამშლელიაო.

ჯერ ერთი, დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ, გარდა თქვენი ვიწრო კუტოკებისა და მეორეც, მთელი ეს წლები დავდივარ „მოდი გავერთიანდეთ“ ლოზუნგით და თქვენ კი კრეისერული სიჩქარით გამირბიხართ და ისევ მე მხედავთ მთავარ პრობლემად და არა ივანიშვილს.

ჩვეულებრივ პოლიტიკურ სიტუაციაში და საარჩევნო გარემოში რომ ვიყოთ, მე თვითონ შევძლებდი უმრავლესობის აღებას და ძირითადად ახალგაზრდული გუნდით მოსვლას, მაგრამ ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა. საკითხი დგას ასე, ან გავერთიანდებით საერთო საქმის გარშემო, ან გავქრებით“, – წერს სააკაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმიხეილ სააკაშილი ოპოზიციას - დროა თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ - ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა, საკითხი დგას ასე: ან გავერთიანდებით ან გავქრებით
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სააკაშვილი – ამერიკელი ექსპერტები ბალტიის ერთ-ერთ ქვეყანაში შეხვდნენ ქართული ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, აუხსნეს, რომ მათი ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები