ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

აშშ-მა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი დატოვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი დატოვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ორგანიზაციაში მონაწილეობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სარგებელს არ მოიტანს და ყურადღება პირდაპირ მექანიზმებზე, როგორიცაა სანქციები და სავიზო შეზღუდვები, გადატანილ იქნება.

აშშ-მა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი დატოვა
აშშ-მა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი დატოვარუსთავი 2

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი დატოვა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ორგანიზაციაში მონაწილეობას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რეალური სარგებელი არ მოაქვს.

უწყების განმარტებით, ამერიკული მხარე კორუფციასთან ბრძოლის პირდაპირ მექანიზმებს, მათ შორის, სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს მიანიჭებს პრიორიტეტს.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს შეერთებულმა შტატებმა ევროპის საბჭოს კიდევ ერთი ორგანო, ვენეციის კომისიაც დატოვა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.