აშშ-მა ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფი ოფიციალურად დატოვა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დატოვა ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფი (გრეკო). ტრამპის ადმინისტრაციის განმარტებით, ქვეყანა ტოვებს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც არაეფექტურია ან შტატების პოლიტიკასთან შეუსაბამობაშია. სამომავლოდ ვაშინგტონი კორუფციასთან ბრძოლას ისეთი ინსტრუმენტებით გეგმავს, როგორიცაა სანქციები და სავიზო შეზღუდვები.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დატოვა ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფი. მანამდე გრეკო რუსეთმა და ბელორუსმა დატოვა. ტრამპის ადმინისტრაციაში განმარტეს რომ ამერიკას იმ საერთაშორისო და მრავალმხრივი ორგანიზაციებიდან გასვლის გეგმა აქვს, რომლებიც არაეფექტური ან შტატების პოლიტიკასთან შეუსაბამობაში არიან. "საერთაშორისო ბიუროკრატიისთვის ცარიელი ჩეკების გაცემის ერა დასრულდა", - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს რომ მრავალმხრივ ორგანიზაციებში მონაწილეობის ნაცვლად, ვაშინგტონი გეგმავს აქცენტი კორუფციასთან ბრძოლის ისეთ მიზანმიმართულ ინსტრუმენტებზე გააკეთოს, როგორებიცაა სანქციები და სავიზო შეზღუდვები შტატები გრეკოს წევრი 2000- წლიდან იყო.
ციტატები სტატიიდან
„საერთაშორისო ბიუროკრატიისთვის ცარიელი ჩეკების გაცემის ერა დასრულდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.