ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

კახეთში გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნის 99,2% მაღალი და საშუალო ხარისხისაა

საქართველოს მთავრობა

კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. 1 ოქტომბრის მდგომარეობით გადამუშავებულია 135 000 ტონა ყურძენი, საიდანაც 99,2% მაღალი და საშუალო ხარისხისაა. მოსავალი 9 800 მევენახემ დააბინავა. პროცესს გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი კოორდინაციას უწევს, ხოლო სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" ყურძენს 22 ლოკაციაზე იბარებს.

კახეთში გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნის 99,2% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
კახეთში გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნის 99,2% მაღალი და საშუალო ხარისხისაარუსთავი 2

1 ოქტომბრის მდგომარეობით, გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნიდან მაღალი და საშუალო ხარისხის 133 884 ტონაა (99,2%), ხოლო მკვახე და უხარისხო - 1 116 ტონა (0,8%).

კახეთში ყურძნის მოსავალი 9 800 მევენახემ დააბინავა.

სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 22 ლოკაციაზე იბარებს.

რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია.

მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათას ტონამდეა.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს "მოსავლის მართვის კომპანია" კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:

საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.

რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.

ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.