ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი|ღვინის სააგენტომ სტატისტიკა განაახლა

25 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში 60 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, საიდანაც უდიდესი ნაწილი მაღალი კონდიციის და ხარისხიანია. კახეთში მოსავალი 3 500 მევენახემ დააბინავა. არახელსაყრელი ამინდების გამო, სააგენტომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებსა და შაქრიანობის ზღვრებში კორექტივები შეიტანა, რასაც წინ უძღოდა მევენახეების პროტესტი.

გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი|ღვინის სააგენტომ სტატისტიკა განაახლა
გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი|ღვინის სააგენტომ სტატისტიკა განაახლაBM.GE

25 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში, გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 42,4 ათასი ტონა - მაღალი კონდიციის და ხარისხიანი ყურძენია, ხოლო უხარისხო ყურძნის წილი ამ ეტაპისთვის გადამუშავებული მთელი მოსავლის მხოლოდ 0,5%-ია.

რთველის მიმდინარეობის სტატისტიკას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სსიპის ინფორმაციით, კახეთში მოსავალი 3 500 მევენახემ დააბინავა.

"გასული დღე-ღამის მანძილზე გადამუშავდა მიმდინარე რთველის სეზონზე ყველაზე დიდი რაოდენობის ყურძენი - 12 ათას ტონამდე ყურძენი. სახელმწიფო საწარმო 22 ლოკაციაზე იბარებს მოსახლეობისგან ყურძენს. მოსავლის დაბინავება სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

ღვინის ეროვნული სააგენტო, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს გადამუშავებული მოსავლის რა წილი შეიძინა სახელმწიფომ და რა - კერძო სექტორმა.

რთველის 2026-ის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენმ რომ კახეთში, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთვის არახელსაყრელი ამინდების გამო, 22 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კორექტივები შესულიყო ჩასაბარებელი ყურძნის ფასებსა და შაქრიანობის ზღვრებში:

მაღალკონდიციური ყურძენი: 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში - 1.50 ლარი; 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწილის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1.30 ლარი;

დაბალკონდიციური ყურძენი: 16-დან 20 გრადუსამდე საფერავი - 1 ლარი; 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი - 90 თეთრი;

16%-ზე დაბალი, არაკონდიციური და დაზიანებული - 50 თეთრი.

შეგახსენებთ: ჩასაბარებელი ყურძნის ფასის და შაქრიანობის ზღვრების კორექიტირებას წინ უსწრებდა მევენახეების რამდენიმე საათიანი პროტესტი და გზის გადაკეტვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გასული დღე-ღამის მანძილზე გადამუშავდა მიმდინარე რთველის სეზონზე ყველაზე დიდი რაოდენობის ყურძენი - 12 ათას ტონამდე ყურძენი. სახელმწიფო საწარმო 22 ლოკაციაზე იბარებს მოსახლეობისგან ყურძენს. მოსავლის დაბინავება სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.