ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვეტოს უფლების გაუქმება - ბრიუსელის შესაძლო ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის შიგნით დაპირისპირებას კიდევ უფრო აღრმავებს

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა გეგმავს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლება გაუუქმდებათ და გადაწყვეტილებები კვალიფიციური უმრავლესობით მიიღება. ეს საკითხი კრიტიკას იწვევს მმართველი გუნდის ნაწილში, ხოლო ოპოზიციისთვის მისაღებია.

ვეტოს უფლების გაუქმება - ბრიუსელის შესაძლო ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის შიგნით დაპირისპირებას კიდევ უფრო აღრმავებს
ვეტოს უფლების გაუქმება - ბრიუსელის შესაძლო ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის შიგნით დაპირისპირებას კიდევ უფრო აღრმავებსრუსთავი 2

ცვლილებები ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების მექანიზმში - ამ საკითხზე საუბარი ევროპულ მედიაში ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება. ევროპული მედია, შიდა წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ ევროსტრუქტურების ხელმძღვანელები ძალიან მალე გააჟღერებენ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლება აღარ ექნებათ, რაც ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტას ნიშნავს.

თუ პროცესი ასე წარმიმართა, ეს ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება - ასეთია ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია. ლევან მახაშვილის თქმით, ევროპელი ბიუროკრატების გადაწყვეტილება გაერთიანების სადამფუძნებლო პრინციპებს ეწინააღმდეგება და ქვეყნებს შორის თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებულ წესებს არღვევს.

ცვლილება, რომელიც თანაბარუფლებიანობას ევროპულ გაერთიანებაში ფაქტობრივად დაასრულებს, უაპელაციოდ მისაღებია ქართული ოპოზიციისთვის. მათი თქმით, კავშირის მესვეურებმა წევრ ქვეყნებზე უკეთ იციან, როგორ უფრო ეფექტური და სწრაფი იქნება გადაწყვეტილებები, რომელიც ყველამ ერთხმად არ უნდა მიიღოს, თუმცა უნდა შეასრულოს.

ოპონენტების პოზიცია არ უკვირთ მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ ოპოზიცია მზადაა, ნებისმიერ იმ გადაწყვეტილებას დაუჭიროს მხარი, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი იქნება. საპარლამენტო უმრავლესობაში ევროპულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, როგორც ევროკავშირის წევრი, ისე ასპირანტი ქვეყნებისთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ.

შეცვლის თუ არა ვეტოს მინიჭების წესს ევროკავშირი - ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი ურსულა ფონ დე ლაიენმა უნდა გასცეს. თემაზე აქტიური საუბარი, რამდენიმე თვის წინ, ევროკომისარმა მარტა კოსმა მაშინ დაიწყო, როდესაც უკრაინისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნა განიხილებოდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.