პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი – როდესაც ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესს იცავს და ბრიუსელი ამას ეწინააღმდეგება, ვფიქრობ, წევრი ქვეყნებისთვის ყველაფერი ნათელია

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროკავშირში ვეტოს უფლების გაუქმების ინიციატივა ორგანიზაციის დასასრულის დასაწყისი იქნება. მისი თქმით, ბრიუსელში ძალაუფლების ცენტრალიზების ნაცვლად წევრ სახელმწიფოებთან დიალოგს მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.

ლევან მახაშვილი – როდესაც ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესს იცავს და ბრიუსელი ამას ეწინააღმდეგება, ვფიქრობ, წევრი ქვეყნებისთვის ყველაფერი ნათელია
პირველი არხი

ვეტოს თემა ძალიან სერიოზული ინიციატივაა, თუ ოდესმე ძალაში შევიდა, წევრ სახელმწიფოებს ძალიან მნიშვნელოვანი უფლება წაერთმევათ, გამოიყენონ ვეტო იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ეროვნული ინტერესები საფრთხის ქვეშ დგას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ძნელად წარმომიდგენია, რომ ქვეყნები ამ უფლებას დათმობენ.

„თუმცა, თუ სხვადასხვა მიზეზით მაინც შეძლებენ ამ ქვეყნების დარწმუნებას, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ამით ევროკავშირის დასასრული დაიწყება იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ ევროკავშირს ვიცნობთ. ეს ხელს უშლის დიალოგს, თანამშრომლობას და ნებისმიერი ასეთი მცდელობა, რომელიც ისტორიის განმავლობაში იყო ევროკავშირში, ისევ ევროკავშირის დაზიანებით დასრულდა. არ მგონია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება. როგორც ჩანს, ეს დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა მას შემდეგ, რაც კრიტიკულ მომენტებში ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ ხისტი ფორმითაც გამოხატა წინააღმდეგობა ზოგიერთი სრულიად არაჯანსაღი და არაპრაგმატული გადაწყვეტილებების გამო. ზოგიერთებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ ამის გამო სჯობს ბრიუსელში ძალაუფლების უფრო მეტი ცენტრალიზება, ვიდრე წევრ სახელმწიფოებთან მეტი დიალოგი და მათ ინტერესების მეტად გათვალისწინება. ეს არ არის სწორი მიმართულება, პირიქით, ნაცვლად ცენტრალიზების, ბრიუსელში ძალაუფლების გადატანის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგს მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს, სხვა შემთხვევაში, ეს ევროკავშირის გაძლიერების ნაცვლად, აუცილებლად მოიტანს ევროკავშირის დაზიანებას და დასუსტებას. როდესაც წევრი სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესს იცავს, აქ საუბარია გამორჩეულად მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებზე და არა, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე. ბრიუსელი ამას თუ ეწინააღმდეგება ბრიუსელი, მგონი, წევრი ქვეყნებისთვის ყველაფერი ნათელია. როგორც ჩანს, ბრიუსელში არსებობს ინტერესები, არიან ადამიანები თუ ორგანიზაციები, რომელთა მთავარი ინტერესია მათთვის მეტი ძალაუფლების გადაცემა და არა წევრი სახელმწიფოების დედაქალაქების ინტერესების გათვალისწინება. ამიტომ, მათი პოზიცია მკაფიო იქნება. რა თქმა უნდა, ისინი ამ უფლებას არ დათმობენ, ამ უფლების შენარჩუნებისთვის მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებენ. ასე იყო აქამდე და დიდი ალბათობით, ასე იქნება მომავალშიც. ოღონდ, თუ რაღაცა სხვადასხვა მიზნით თუ მიზეზით, წნეხის ქვეშ შეძლებენ ამ უფლების ჩამორთმევას, ეს ნამდვილად ხელს შეუწყობს ევროკავშირის დასასრულს“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, შიდა დოკუმენტების პროექტებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღებისას ცალკეული ქვეყნების ვეტოს გვერდის ავლის შესაძლებლობას განიხილავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოთუ სხვადასხვა მიზეზით წევრ სახელმწიფოებს ჩამოართმევენ ვეტოს უფლებას, ეს იქნება დასასრულის დასაწყისი თავად ევროკავშირისთვის - ლევან მახაშვილი
  2. რუსთავი 2სამთავრობოთუ წევრ სახელმწიფოებს ვეტოს უფლებას ჩამოართმევენ, ეს იქნება ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი - ლევან მახაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვეტოს უფლების გაუქმება - ბრიუსელის შესაძლო ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის შიგნით დაპირისპირებას კიდევ უფრო აღრმავებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები