ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას გეგმავს, რომლის მიზანიც წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს გამოყენების თავიდან აცილებაა - მედია
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას გეგმავს, რათა თავიდან აიცილოს წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს გამოყენება. პროექტი ითვალისწინებს გარდამავალი სამართლებრივი დებულებების გამოყენებას და გაწევრიანების პროცესში ერთსულოვანი თანხმობის მოთხოვნის გაუქმებას, ასევე კვალიფიციური უმრავლესობით მიღების წესის დანერგვას.

ევროკავშირის შიდა დოკუმენტების პროექტებზე დაყრდნობით, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას გეგმავს, რომლის მიზანიც წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს გამოყენების თავიდან აცილებაა.
მედიის ცნობით, ევროკომისიის პროექტი გარდამავალი სამართლებრივი დებულებების გამოყენებას ითვალისწინებს. მათი მიზანია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ბევრ შუალედურ ეტაპზე 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობის მოთხოვნის გაუქმებაა.
ევროკომისია ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებულ უფრო მეტ საკითხზე დაინერგოს გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობით მიღების წესი, რაც ევროკავშირის 15 ქვეყნის თანხმობას გულისხმობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.