პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი Fox News-ს აკრიტიკებს: იმეორებენ სრულიად ნეგატიურ ნარატივს, რომელიც არ მთავრდება - სასწაულია, რომ სამივე არჩევნებში გავიმარჯვე

რესპუბლიკური პარტია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დემოკრატებს ეთერში ზედმეტად დიდი დრო ეთმობათ რესპუბლიკელებისა და მისი კრიტიკისთვის, ხოლო მედიასაშუალება ნეგატიურ ნარატივს ავრცელებს.

დონალდ ტრამპი Fox News-ს აკრიტიკებს: იმეორებენ სრულიად ნეგატიურ ნარატივს, რომელიც არ მთავრდება - სასწაულია, რომ სამივე არჩევნებში გავიმარჯვე
რუსთავი 2

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დემოკრატები ეთერში რესპუბლიკურ პარტიასა და პირადად მასზე კრიტიკული განცხადებების გასაკეთებლად პრო-რესპუბლიკელებზე ხშირად ჩანან.

ტრამპის თქმით, ტელევიზია მუდმივად ნეგატიურ ნარატივს ავრცელებს, რასაც ხშირად მხოლოდ ფორმალური და სწრაფი საპასუხო რეპლიკა მოსდევს.

"რატომ უშვებს Fox News ყოველთვის ჩაკ შუმერს, ჰაკიმ ჯეფრიზს, ჯესიკა ტარლოვსა და ყველა სხვა დემოკრატს, რომლებიც რესპუბლიკურ პარტიასა და, რა თქმა უნდა, მე მლანძღავენ? რეალურად ვფიქრობ, რომ მათ პრო-რესპუბლიკელებზე მეტი საეთერო დრო აქვთ. სწორედ ამიტომ MAGA-ს მოძრაობა და ნამდვილი პატრიოტები Fox-ს არასდროს შეიყვარებენ! ისინი იმეორებენ სრულიად ნეგატიურ ნარატივს, რომელიც არ მთავრდება, და შემდეგ ჩვენ მხოლოდ სწრაფ საპასუხო რეპლიკას ვიღებთ.

სასწაულია, რომ სამივე არჩევნებში გავიმარჯვე. ოპოზიცია უზარმაზარია, მაგრამ ბრძოლა გრძელდება!", - წერს დონალდ ტრამპი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი წითელი კეპის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც დატანილია წარწერა: ვეტოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები