ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თუ წევრ სახელმწიფოებს ვეტოს უფლებას ჩამოართმევენ, ეს იქნება ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი - ლევან მახაშვილი

ევროკომისიის ახალი გეგმის მიზანია წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს გამოყენების თავიდან არიდება და გაწევრების პროცესში ერთსულოვანი თანხმობის მოთხოვნის გაუქმება. თბილისში ამ ინიციატივას აფასებენ და აცხადებენ, რომ ვეტოს უფლების ჩამორთმევა ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება.

თუ წევრ სახელმწიფოებს ვეტოს უფლებას ჩამოართმევენ, ეს იქნება ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი - ლევან მახაშვილი
თუ წევრ სახელმწიფოებს ვეტოს უფლებას ჩამოართმევენ, ეს იქნება ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი - ლევან მახაშვილირუსთავი 2

თანასწორობის პრინციპისა და ევროკავშირის ღირებულებების უგულებელყოფა - ასე აფასებენ თბილისში ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას.

ევროკომისიის ახალი გეგმის მიზანი წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს გამოყენების თავიდან არიდებაა, - ამის შესახებ მედია ევროკავშირის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. ახალ რეფორმას ევროკომისიის პრეზიდენტი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ევროკომისიის პროექტი გარდამავალი სამართლებრივი დებულებების გამოყენებას ითვალისწინებს. მიზანი კი, ევროკავშირში გაწევრების პროცესის შუალედურ ეტაპზე 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობის მოთხოვნის გაუქმებაა.

როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, ვეტოს უფლების ჩამორთმევა ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება.

"ალბათ, ეს არის ყველაზე ფუნდამენტური საკითხი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მომავალს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თუ სხვადასხვა მიზეზით წევრ სახელმწიფოებს ჩამოართმევენ ვეტოს უფლებას, ეს იქნება დასასრულის დასაწყისი თავად ევროკავშირის. იმიტომ, რომ ევროკავშირის და, ზოგადად, ნებისმიერ ორგანიზაციაში ქვეყნები წევრიანდებიან იმიტომ, რომ უკეთ დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები. უკეთ დაცვის ნაცვლად, თუ მათ მოუწევთ საკუთარი ინტერესებისგან ხელის აღება და ვერ შეძლებენ, ინსტრუმენტები არ ექნებათ ამ ინტერესების დაცვის, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს იქნება დასასრულის დასაწყისი ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ წევრი ქვეყნები უარს იტყვიან ამ მთავარი ფუნქციის და ინსტრუმენტის დაკარგვაზე," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ალბათ, ეს არის ყველაზე ფუნდამენტური საკითხი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მომავალს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თუ სხვადასხვა მიზეზით წევრ სახელმწიფოებს ჩამოართმევენ ვეტოს უფლებას, ეს იქნება დასასრულის დასაწყისი თავად ევროკავშირის. იმიტომ, რომ ევროკავშირის და, ზოგადად, ნებისმიერ ორგანიზაციაში ქვეყნები წევრიანდებიან იმიტომ, რომ უკეთ დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები. უკეთ დაცვის ნაცვლად, თუ მათ მოუწევთ საკუთარი ინტერესებისგან ხელის აღება და ვერ შეძლებენ, ინსტრუმენტები არ ექნებათ ამ ინტერესების დაცვის, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს იქნება დასასრულის დასაწყისი ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ წევრი ქვეყნები უარს იტყვიან ამ მთავარი ფუნქციის და ინსტრუმენტის დაკარგვაზე,“
ლევან მახაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.