ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა. ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა, ხოლო ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა, რის გამოც იგი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო აღმოაჩინეს
გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო აღმოაჩინესალია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა – ინფორმაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტო აქვეყნებს:

,,სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა.

ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელწმიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ. -ის (მისამართი: გარდაბანი, სოფელი სართიჭალა) კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

ინსპექტირების შედეგად ობიექტზე განმეორებით დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

აღნიშული დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებს”. – აღნიშნულია განცხადებაში

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.