ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

შიდა ქართლში ფრინველთა სასაკლაოს კრიტიკული დარღვევები გამოუვლინდა – საწარმოო პროცესი შეჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მდებარე ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა. შემოწმებისას დადგინდა, რომ მეწარმე საქმიანობას სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა და გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

შიდა ქართლში ფრინველთა სასაკლაოს კრიტიკული დარღვევები გამოუვლინდა – საწარმოო პროცესი შეჩერდა
შიდა ქართლში ფრინველთა სასაკლაოს კრიტიკული დარღვევები გამოუვლინდა – საწარმოო პროცესი შეჩერდაალია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მდებარე ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდივიდუალური მეწარმე ვ.ზ.-ს კუთვნილი ობიექტი სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შეამოწმეს.

უწყების ინფორმაციით, შემოწმებისას დადგინდა, რომ მეწარმე საქმიანობას სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა. ამასთან, ობიექტზე გამოვლინდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, სასაკლაოს კი საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მეწარმეებს მოუწოდებს, პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე არ აწარმოონ და საქმიანობისას სურსათის უვნებლობის დადგენილი სტანდარტები დაიცვან.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.