ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ბელგიის თავდაცვის მინისტრი თეო ფრანკენი ევროპას აფრთხილებს: "თავდაცვის სექტორში ყველაფერი უფრო სწრაფად უნდა მოხდეს"

ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა ევროპა მოსალოდნელი ჰიბრიდული თავდასხმებისა და "ბნელი ზამთრისთვის" გააფრთხილა. მისი განცხადებით, რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და თავდაცვის სექტორში ტექნოლოგიური განახლება და წარმოების გაზრდა უფრო სწრაფად უნდა მოხდეს.

ბელგიის თავდაცვის მინისტრი თეო ფრანკენი ევროპას აფრთხილებს: "თავდაცვის სექტორში ყველაფერი უფრო სწრაფად უნდა მოხდეს"
ბელგიის თავდაცვის მინისტრი თეო ფრანკენი ევროპას აფრთხილებს: "თავდაცვის სექტორში ყველაფერი უფრო სწრაფად უნდა მოხდეს"რუსთავი 2

ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა ევროპა გააფრთხილა და აღნიშნა, რომ მომდევნო თვეებში რუსეთის მხრიდან ახალი ჰიბრიდული თავდასხმებისთვის უნდა მოემზადოს. მისი თქმით, კონტინენტს "ბნელი ზამთარი" ელის. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ბრიუსელში, Euronews-ის თავდაცვის სამიტზე, Euronews-ის ჟურნალისტ ანგელა სკუინსთან საუბრისას, ფრანკენმა რუსეთს ბელგიის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე უწოდა. მედიის ინფორმაციით, წელს ბელგიაში დრონებთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რომელთაგან ზოგიერთმა საჰაერო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია.

"რუსეთი, საჰაერო თავდასხმები, საჰაერო თავდასხმები, საჰაერო თავდასხმები - ეს ყველაზე დიდი საფრთხეა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვა", - თქვა ფრანკენმა. მან დასძინა, რომ ევროპას უკრაინული ტექნოლოგია სჭირდება რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად.

"ჩვენ გვჭირდება მეტი მარაგი და წარმოების მოცულობის გაზრდა, ჩვენი წარმოების გაფართოება და ძლიერი სამრეწველო ბაზა. ყველაფერი უფრო სწრაფად უნდა მოხდეს. ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენება მომდევნო თვეებში გაიზრდება. ევროპას ბნელი ზამთარი ელის", - თქვა მან.

მინისტრმა განმარტა, რომ რუსეთს ჰიბრიდული თავდასხმების განხორციელების 50-წლიანი გამოცდილება აქვს და ბელგიამ ტექნოლოგიურ ტენდენციებს ფეხი უნდა აუწყოს.

"მე არ მინდა, რომ 200 000 დრონი სადმე საწყობში ელაგოს და მტვერს იკრავდეს, რომლებიც ორ თვეში მათი მოძველების გამო გამოუსადეგარი იქნება. ამიტომ, ჩვენ ადაპტაცია გვჭირდება", - თქვა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსეთი, საჰაერო თავდასხმები, საჰაერო თავდასხმები, საჰაერო თავდასხმები - ეს ყველაზე დიდი საფრთხეა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ჩვენ გვჭირდება მეტი მარაგი და წარმოების მოცულობის გაზრდა, ჩვენი წარმოების გაფართოება და ძლიერი სამრეწველო ბაზა. ყველაფერი უფრო სწრაფად უნდა მოხდეს. ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენება მომდევნო თვეებში გაიზრდება. ევროპას ბნელი ზამთარი ელის“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მე არ მინდა, რომ 200 000 დრონი სადმე საწყობში ელაგოს და მტვერს იკრავდეს, რომლებიც ორ თვეში მათი მოძველების გამო გამოუსადეგარი იქნება. ამიტომ, ჩვენ ადაპტაცია გვჭირდება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.