სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სასწავლო კურსზე - "ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები" რეგისტრაციას აცხადებს
სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე "ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები". კურსი მიზნად ისახავს მონაწილეებს მისცეს საბაზისო ცოდნა ელექტროსადგურების ოპერირებისა და ქსელის ოპერატორებთან ურთიერთქმედების შესახებ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ სასწავლო კურსს, სახელწოდებით "ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები". სასწავლო კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ ელექტროსადგურების ოპერირებისა და ქსელის ოპერატორებთან ურთიერთქმედების საბაზისო ცოდნასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს.
კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული ყველა პირისთვის. მათ შორის, დამწყები სპეციალისტებისა და ინჟინრებისთვის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, ენერგოობიექტების პერსონალისთვის.
სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ საფუძვლიან ცოდნას ელექტროსადგურების ოპერირების ტექნიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების მართვის საკითხებზე, ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების მექანიზმებზე; გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, ავტომატიზაციისა და ციფრული მართვის სისტემებს, რომლებიც აუცილებელია ენერგოობიექტების ეფექტური მუშაობისთვის; შეისწავლიან ქსელის ოპერატორებთან ურთიერთქმედების სამართლებრივ და პრაქტიკულ მექანიზმებს.
კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
სასწავლო კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდს: https://entc.ge/ka
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.