ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საარჩევნო ბიულეტენზე ლოზუნგის დაწერის გამო ბრალი წაუყენეს

რუსეთში, პარტია Яблоко-ს თავმჯდომარეს, ნიკოლაი რიბაკოვს სანქტ-პეტერბურგის არჩევნებზე საარჩევნო ბიულეტენებზე ლოზუნგების დაწერის გამო წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ბრალი წაუყენეს. პოლიტიკოსმა ბიულეტენები ომის საწინააღმდეგო და სამშვიდობო წარწერებით გააბათილა.

რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საარჩევნო ბიულეტენზე ლოზუნგის დაწერის გამო ბრალი წაუყენეს
რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საარჩევნო ბიულეტენზე ლოზუნგის დაწერის გამო ბრალი წაუყენესტაბულა

რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია Яблоко-ს ("ვაშლი") თავმჯდომარე ნიკოლაი რიბაკოვს, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მას შემდეგ შეუდგინეს, რაც სანქტ-პეტერბურგის არჩევნებზე ოთხ საარჩევნო ბიულეტენზე ლოზუნგები დააწერა.

გამოცემა The Insider-მა 2022 წლიდან დღემდე სულ მცირე 13 მსგავსი შემთხვევა გამოავლინა, როდესაც ბიულეტენზე გაკეთებული წარწერა ან ნახატი ადმინისტრაციული დევნის საფუძვლად იქცა.

29 სექტემბერს პარტია Яблоко-ს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიბაკოვს წვრილმანი ხულიგნობისთვის ბრალი წაუყენეს. მის საქმეს სანქტ-პეტერბურგის ვიბორგის რაიონული სასამართლო განიხილავს.

20 სექტემბერს რიბაკოვმა ხმა სანქტ-პეტერბურგის №360 საარჩევნო უბანზე მისცა. მისთვის გადაცემული ოთხი ბიულეტენიდან არცერთში არ იყო წარმოდგენილი პარტია Яблоко ან მისი კანდიდატები. პოლიტიკოსმა ბიულეტენები გააბათილა წარწერებით: "მშვიდობისთვის", "თავისუფლებისთვის", "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის" და "შიშის გარეშე ცხოვრებისთვის".

რიბაკოვმა მსგავსი ქმედება ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბრის არჩევნებზეც ჩაიდინა.

რიბაკოვის საქმის გარდა, 2026 წლის სექტემბრის არჩევნებიდან ცნობილია სულ მცირე კიდევ ორი მსგავსი ინციდენტი.

ცნობისთვის, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტია Яблоко-ს რეგისტრაცია გააუქმა მას შემდეგ, რაც პროკრემლისტურმა პარტია Родина-მ მათი დისკვალიფიკაციის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, პარტია Яблоко-მ - რომელიც არჩევნებზე ერთადერთი იყო საპარლამენტო არჩევნებისთვის დარეგისტრირებულ 11 პარტიას შორის, რომელიც უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებოდა - დაარღვია საავტორო უფლებების, ანტიექსტრემიზმისა და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში არჩევნების შესახებ კანონები.

თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭომ სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან რუსეთის ოპოზიციური პარტია Яблоко-ს ჩამოშორებასა და მისი ლიდერების დევნაში მონაწილე 10 რუს მოსამართლესა და პროკურატურის წარმომადგენელს სანქციები დაუწესა.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, Яблоко ერთადერთი პოლიტიკური პარტია იყო, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს ღიად ეწინააღმდეგებოდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.