ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

EU უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების ორგანიზატორებს სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები და განაცხადა, რომ მის ორგანიზატორებსა და კანდიდატებს სანქციები დაუწესდება. EU არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

EU უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების ორგანიზატორებს სანქციებს დაუწესებს
EU უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების ორგანიზატორებს სანქციებს დაუწესებსტაბულა

ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები დაგმო და განაცხადა, რომ მათ ორგანიზებაში მონაწილე პირებსა და კანდიდატებს სანქციები დაუწესდებათ.

EU-მ აღნიშნა, რომ არ აღიარებს და არც მომავალში აღიარებს ყირიმში, სევასტოპოლსა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ოკუპირებულ ნაწილებში ე.წ. არჩევნების ჩატარებასა და მათ შედეგებს.

"ეს ე.წ. არჩევნები რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს წესდების, ასევე უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი უხეში დარღვევაა." – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა რუსეთში 18–20 სექტემბერს ჩატარებული სახელმწიფო დუმის არჩევნებიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კენჭისყრა სულ უფრო ავტორიტარულ გარემოში, თანაბარი საარჩევნო პირობებისა და რეალური პოლიტიკური არჩევანის გარეშე ჩატარდა.

განცხადებაში ცალკეა ნახსენები ფედერალურ საარჩევნო სიაში პარტია Яблоко-ს ("ვაშლი") კანდიდატების არდაშვებაც. EU-ს შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ არჩევნებს ჩამოაშორა ქვეყანაში დარჩენილი ერთ-ერთი უკანასკნელი ოპოზიციური ძალა და ერთადერთი პარტია, რომელსაც ომის საწინააღმდეგო პროგრამა ჰქონდა.

ევროკავშირმა ასევე გააკრიტიკა მოსკოვის მხრიდან არჩევნებზე ეუთოს დამკვირვებლების არ მიწვევის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ამით რუსეთის ამომრჩევლებს კენჭისყრის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი შეფასების შესაძლებლობა წაერთვათ.

ამას გარდა, EU-მ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტის, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისა და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან სამხედრო ძალებისა და ტექნიკის გაყვანისკენ მოუწოდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.