ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მათ ვურჩევდი, ქვეყნის გარეთ სირბილს ჯობია ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობასთან ჰქონდეთ მეტად კომუნიკაცია - ზვიად შალამბერიძე

ქართული ოცნება

სოციალურ ქსელში გავრცელებული არაოფიციალური კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი გუნდის რეიტინგი გაზრდილია, ხოლო ოპოზიციური პარტიების მონაცემები შემცირებული. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ კვლევა მოსალოდნელი იყო და ოპოზიციას მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს.

მათ ვურჩევდი, ქვეყნის გარეთ სირბილს ჯობია ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობასთან ჰქონდეთ მეტად კომუნიკაცია - ზვიად შალამბერიძე
მათ ვურჩევდი, ქვეყნის გარეთ სირბილს ჯობია ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობასთან ჰქონდეთ მეტად კომუნიკაცია - ზვიად შალამბერიძერუსთავი 2

მეორე დღეა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ "აირაის" კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები არ პასუხობენ შეკითხვას - ვინ დაუკვეთა კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს. "აირაის" ევრაზიის წარმომადგენლობას "კურიერმა" წერილობით მიმართა - გამოაქვეყნებს თუ არა ორგანიზაცია კვლევის შედეგებს. პარტიების რეიტინგები არაოფიციალურად სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი აქვთ, სულ კი 16 პროცენტი. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36 პროცენტია, ალოკაციით კი 55. აღსანიშნავია, რომ "ქართულ ოცნებას" 36 პროცენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის არცერთ კვლევაში არ ჰქონია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზე.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ კვლევა საზოგადოებისთვის სიახლე არ ყოფილა.

"ის რეიტინგი, რაც ამ კვლევაში არის მოცემული, "ქართული ოცნებისთვის" არის ძალიან კარგი, იქიდან გამომდინარე, რომ მათ მსგავსი დიდი რეიტინგი, აი ამ ორგანიზაციას, "ქართული ოცნებისთვის" ჯერჯერობით არ მიუნიჭებიათ, ხომ?

რაც შეეხება ოპოზიციას, მე ვფიქრობ, რომ ეს შედეგი მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა, იმიტომ, რომ რეალურად მე არავის მხრიდან არ მომისმენია ისეთი განცხადებები, რომ ეს არის სიცრუე ან თითქოს რეიტინგი ჩვენ მეტი გვაქვს.

საზოგადოებისთვისაც არ ყოფილა სიახლე, დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი ვადევნებთ თვალყურს, როგორ მიდის ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი ნულისკენ.

და ზუსტად ამ კვლევამაც აჩვენა, რომ ისინი ჩამოსულები არიან თითო პროცენტამდე და დარწმუნებული ვარ, კიდევ არჩევნები სანამ მოვა, საერთოდ განულდებიან.

და აქედან გამომდინარე, მე მათ ვურჩევდი, რომ ქვეყნის გარეთ სირბილს ჯობია ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობასთან ჰქონდეთ მეტად კომუნიკაცია", - აცხადებს შალამბერიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჯერჯერობით არ მიუნიჭებიათ, ხომ? რაც შეეხება ოპოზიციას, მე ვფიქრობ, რომ ეს შედეგი მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა, იმიტომ, რომ რეალურად მე არავის მხრიდან არ მომისმენია ისეთი განცხადებები, რომ ეს არის სიცრუე ან თითქოს რეიტინგი ჩვენ მეტი გვაქვს. საზოგადოებისთვისაც არ ყოფილა სიახლე, დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი ვადევნებთ თვალყურს, როგორ მიდის ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი ნულისკენ. და ზუსტად ამ კვლევამაც აჩვენა, რომ ისინი ჩამოსულები არიან თითო პროცენტამდე და დარწმუნებული ვარ, კიდევ არჩევნები სანამ მოვა, საერთოდ განულდებიან. და აქედან გამომდინარე, მე მათ ვურჩევდი, რომ ქვეყნის გარეთ სირბილს ჯობია ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობასთან ჰქონდეთ მეტად კომუნიკაცია“
ზვიად შალამბერიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ეს არის სწორედ შეფასება იმისა, რასაც აკეთებს ოპოზიციური პარტია და აგენტურული ქსელი ჩვენს ქვეყანაში" - რიმა ბერაძე IRI-ის კვლევაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები