პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საია პრესტიჟული საერთაშორისო პრემიის ლაურეატი გახდა

ქართული ოცნება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის (ნობელის ალტერნატიული პრემიის) ლაურეატი გახდა. ორგანიზაცია დაჯილდოვდა ქართული დემოკრატიის მშენებლობისა და დაცვისთვის, ასევე ავტოკრატიული რეპრესიების პირობებში სამოქალაქო აქტიურობის შენარჩუნებისთვის.

საია პრესტიჟული საერთაშორისო პრემიის ლაურეატი გახდა
ნეტგაზეთი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ნობელის ალტერნატიული პრემიის“ სახელით ცნობილი ჯილდოს ლაურეატი გახდა.

პრემიის ჟიურიმ საია დააჯილდოვა „ქართული დემოკრატიის მშენებლობისა და დაცვისთვის, ასევე, ავტოკრატიული რეპრესიების პირობებში სამოქალაქო აქტიურობის შენარჩუნებისთვის“.

“ეს აღიარება ჩვენთვის დიდი პატივია და ეკუთვნის ყველას, ვინც 1994 წლიდან დღემდე საიას გზას ქმნიდა – ორგანიზაციის წევრებს, მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც საიას საქმიანობაში იყვნენ/არიან ჩართული და ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ. მადლობას ვუხდით, ასევე, ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებსა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ნდობას გვიცხადებენ. გვწამს, რომ ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია”, – აცხადებენ საიაში.

საიას თავმჯდომარის, თამარ ონიანის, თქმით: „ეს ჯილდო ორგანიზაციის მრავალწლიანი შრომის აღიარებაა – იმ მუშაობის, რომელიც საქართველოში დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვისაა საჭირო.“

Right Livelihood-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლე ფონ იუქსკიულმა განაცხადა: „ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრის გამოხატვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება, საიას არასდროს დაუხევია უკან და ყოველთვის იქ იყო, სადაც მისი დახმარება სჭირდებოდათ: სასამართლო დარბაზებში, სოფლებში, იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც სხვაგან მიმართვა აღარ შეეძლოთ. ეს ჯილდო აღიარებს იმას, რაც ქართველებმა უკვე იციან: საია ქართული დემოკრატიის ხერხემალია“.

Right Livelihood-ის პრემია, 45 წელზე მეტია, გაიცემა და დღემდე 82 ქვეყნის 207 ლაურეატს მიენიჭა.

“საიამ მოქალაქეებს წლების განმავლობაში 1,5 მილიონამდე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია და დღესაც დგას ადამიანის უფლებების სადარაჯოზე. ეს ჯილდო დამატებით ვალდებულებას გვაკისრებს და კიდევ უფრო გვარწმუნებს ჩვენი საქმის მნიშვნელობაში. კვლავაც ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვრჩებით ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების საკითხში”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ბათუმელებიოპოზიციურიახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემია მიიღო
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ქართველიშვილი: “საერთაშორისო უფლებადამცველმა საზოგადოებამ საია იმისთვისაც ხომ არ დააჯილდოვა, რომ მანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები