ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემია მიიღო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2026 წლის Right Livelihood-ის პრემია მიიღო. ორგანიზაცია დაჯილდოვდა ქართული დემოკრატიის მშენებლობისთვისა და ავტოკრატიული რეპრესიების პირობებში სამოქალაქო აქტიურობის შენარჩუნებისთვის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემია მიიღო
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემია მიიღობათუმელები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“ სახელით ცნობილი ჯილდოს ლაურეატი გახდა.

პრემიის ჟიურიმ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დააჯილდოვა „ქართული დემოკრატიის მშენებლობისა და დაცვისთვის, ასევე, ავტოკრატიული რეპრესიების პირობებში სამოქალაქო აქტიურობის შენარჩუნებისთვის“.

„ეს აღიარება ჩვენთვის დიდი პატივია და ეკუთვნის ყველას, ვინც 1994 წლიდან დღემდე საიას გზას ქმნიდა – ორგანიზაციის წევრებს, მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც საიას საქმიანობაში იყვნენ/არიან ჩართული და ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ. მადლობას ვუხდით, ასევე, ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებსა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ნდობას გვიცხადებენ. გვწამს, რომ ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია“ – აცხადებს საია.

საიას თავმჯდომარის, თამარ ონიანის, თქმით: „ეს ჯილდო ორგანიზაციის მრავალწლიანი შრომის აღიარებაა – იმ მუშაობის, რომელიც საქართველოში დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვისაა საჭირო“.

საია ფეისბუქზე ავრცელებს Right Livelihood-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლე ფონ იუქსკიულის ციტატას:

„ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრის გამოხატვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება, საიას არასდროს დაუხევია უკან და ყოველთვის იქ იყო, სადაც მისი დახმარება სჭირდებოდათ: სასამართლო დარბაზებში, სოფლებში, იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც სხვაგან მიმართვა აღარ შეეძლოთ. ეს ჯილდო აღიარებს იმას, რაც ქართველებმა უკვე იციან: საია ქართული დემოკრატიის ხერხემალია“.

Right Livelihood-ის პრემია 45 წელზე მეტია გაიცემა და დღემდე 82 ქვეყნის 207 ლაურეატს მიენიჭა.

„საიამ მოქალაქეებს წლების განმავლობაში 1,5 მილიონამდე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია და დღესაც დგას ადამიანის უფლებების სადარაჯოზე. ეს ჯილდო დამატებით ვალდებულებას გვაკისრებს და კიდევ უფრო გვარწმუნებს ჩვენი საქმის მნიშვნელობაში. კვლავაც ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვრჩებით ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების საკითხში“ – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

____________

ფოტოზე: ბრიფინგი საიაში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ჯილდო ორგანიზაციის მრავალწლიანი შრომის აღიარებაა – იმ მუშაობის, რომელიც საქართველოში დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვისაა საჭირო“
თამარ ონიანი
„ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრის გამოხატვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება, საიას არასდროს დაუხევია უკან და ყოველთვის იქ იყო, სადაც მისი დახმარება სჭირდებოდათ: სასამართლო დარბაზებში, სოფლებში, იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც სხვაგან მიმართვა აღარ შეეძლოთ. ეს ჯილდო აღიარებს იმას, რაც ქართველებმა უკვე იციან: საია ქართული დემოკრატიის ხერხემალია“
ოლე ფონ იუქსკიული
„ეს აღიარება ჩვენთვის დიდი პატივია და ეკუთვნის ყველას, ვინც 1994 წლიდან დღემდე საიას გზას ქმნიდა – ორგანიზაციის წევრებს, მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც საიას საქმიანობაში იყვნენ/არიან ჩართული და ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ. მადლობას ვუხდით, ასევე, ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებსა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ნდობას გვიცხადებენ. გვწამს, რომ ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„საიამ მოქალაქეებს წლების განმავლობაში 1,5 მილიონამდე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია და დღესაც დგას ადამიანის უფლებების სადარაჯოზე. ეს ჯილდო დამატებით ვალდებულებას გვაკისრებს და კიდევ უფრო გვარწმუნებს ჩვენი საქმის მნიშვნელობაში. კვლავაც ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვრჩებით ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების საკითხში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.