ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

რუსეთმა კიევის ოლქი დაბომბა - 2 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი

რუსეთმა კიევის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მიიტანა იერიში, რის შედეგადაც ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა, ხოლო ოთხი პირი დაშავდა.

რუსეთმა კიევის ოლქი დაბომბა - 2 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი
რუსეთმა კიევის ოლქი დაბომბა - 2 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვიტაბულა

რუსეთმა კიევის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მორიგი იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი ბავშვია - 4 პირი კი დაშავდა. დაშავებულებს შორისაც არის ერთი ბავშვი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, რუსების იერიშის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურული ობიექტები, ავტოფარეხები და მანქანები.

რუსების იერიშის შედეგად, რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.