პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ენდი ბერნემი - „ბრექსიტმა“ უფრო მეტი ზიანი მოგვიტანა, ვიდრე სარგებელი - ქვეყანას გავაცნობ ხედვას, რაც ევროპელ პარტნიორებთან ბრიტანეთის გრძელვადიან ურთიერთობებს უკავშირდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის განცხადებით, „ბრექსიტმა“ ქვეყანას უფრო მეტი ზიანი მოუტანა, ვიდრე სარგებელი. ბერნემის თქმით, მთავრობა გეგმავს ქვეყანას გააცნოს ახალი ხედვა ევროპელ პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შესახებ, რათა აღდგეს ზრდისა და კეთილდღეობის მაღალი დონე.

ენდი ბერნემი - „ბრექსიტმა“ უფრო მეტი ზიანი მოგვიტანა, ვიდრე სარგებელი - ქვეყანას გავაცნობ ხედვას, რაც ევროპელ პარტნიორებთან ბრიტანეთის გრძელვადიან ურთიერთობებს უკავშირდება
ინტერპრესნიუსი

ევროკავშირიდან გასვლამ დიდ ბრიტანეთს უფრო მეტი ზიანი მოუტანა, ვიდრე სარგებელი. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანას გააცნობს თავის ხედვას, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ბრიტანეთის გრძელვადიან ურთიერთობებს უკავშირდება.

ამასთან, ბერნემმა აღნიშნა, რომ მთავრობა ვერ მისცემს ბრიტანეთს მკაფიო გზას, რაც საჭიროა, ვიდრე არ გადაწყდება გრძელვადიანი ურთიერთობების საკითხს ევროკავშირის ბაზართან, რაც კვლავაც უმსხვილესია გაერთიანებული სამეფოსთვის. ბერნემი იმასაც დასძენს, რომ ბრიტანეთში ზრდისა და კეთილდღეობის უფრო მაღალი დონე უნდა აღდგეს.

“მოგვიანებით წელს, გაერთიანებული სამეფო - ევროკავშირის სამიტი იქნება, რომლის დღის წესრიგშიც ერთ-ერთი საკითხი იქნება თუ, როგორ შეგვიძლია ერთად მუშაობა იმიგრაციაზე.

ამის მიღმა, ვიმუშავებთ ბრიტანული ინდუსტრიების ინტერესების დასაცავად, რომლებიც “ბრექსიტმა” ყველაზე მეტად დააზარალა.

არსებობს მნიშვნელოვანი კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ საკმარისი არაა.

ჩვენ ვერ მივცემთ ბრიტანეთს მკაფიო გზას, რომელიც ამ საუკუნის დარჩენილი პერიოდისთვის გვჭირდება, სანამ არ გადავწყვეტთ გრძელვადიანი ურთიერთობების საკითხს იმ ბაზართან, რომელიც კვლავაც უმსხვილესია ჩვენთვის.

გულახდილად ვერ გეტყვით, რომ არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. “ბრექსიტმა” უფრო მეტი ზიანი მოგვიტანა, ვიდრე სარგებელი.

ბრიტანეთისთვის ზრდისა და კეთილდღეობის უფრო მაღალი დონე უნდა აღვადგინოთ. ამიტომ, სამიტის ფარგლებში ვისარგებლებ შესაძლებლობით და თქვენ და მთელ ქვეყანას გავაცნობ ჩვენს ხედვას იმ სხვადასხვა ვარიანტის შესახებ, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან ბრიტანეთის გრძელვადიან ურთიერთობებს უკავშირდება”, - განაცხადა ბერნემმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიენდი ბერნემი: პირდაპირ ვიტყვი - ბრიტანეთი დიდი ხანია მცდარ გზას ადგას
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში ქვეყნის ხელახალი გაწევრების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გეგმა უარყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები