ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია ვოლსკი: “გარეჯის რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა

გია ვოლსკიმ გამოეხმაურა ლაშა ნადარეიშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ გარეჯის საიდუმლო რუკები ირაკლი ღარიბაშვილის კი არა, დავით ხიდაშელის დამსახურებით ჩამოიტანეს, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა მთავარი როლი შეასრულა ამ პროცესში.

გია ვოლსკი: “გარეჯის რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა
გია ვოლსკი: “გარეჯის რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმაPOSTV

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ნადარეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ციხეში გამოკეტილმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლომის ხახიდან ამოიღო საიდუმლო რუკები [გარეჯის], როგორც უტყუარი მტკიცებულება, რომ გარეჯის სადავო ტერიტორიები ეკუთვნის საქართველოს.

„ალიანსიდან უკვე საკმაოდ ბინძური ბრალდებები გვესმის. „პატრიოტთა ალიანსი“, „ასავალ-დასავალი“ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს შემოახტნენ ზურგზე და პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერა დაიწყეს.

ეს რუკები დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი პატრიოტული როლი კიდევ ერთხელ შეასრულა თავისი ქვეყნის წინაშე, რაც არაერთხელ გაუკეთებია და მადლობაც გადაუხადა და ჩვენც მადლობა უნდა გადავუხადოთ დავით ხიდაშელს, რომ საკუთარ სამშობლოში ჩამოიტანა ეს რუკები, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული.

აბსოლუტურად არაფერ შუაშია ირაკლი ღარიბაშვილი. რომ ყოფილიყო, ამასაც არავინ დამალავდა. პოზიტიურიც ბევრი აქვს გაკეთებული და არასდროს დაგვიმალავს, უბრალოდ, დანაშაული აქვს ჩადენილი და ამ დანაშაულის გადაფარვის თვალსაზრისით, ასეთ ალიანსში, ასეთი ფორმით დაპირისპირება საკუთარ სახელმწიფოსთან არათუ მისაღები, არამედ უსინდისობაა.

როგორ შეიძლება ასეთი ტყუილი ან ირაკლი ღარიბაშვილის ასეთი ტყუილის მძევლად ჩამოყალიბება, ესეც ძალიან მტკივნეული თემაა.

ეს რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამ საკითხებში, რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა მთავარ როლს. მადლობა ერთსაც და მეორესაც, და თავად ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გადაუხადა მადლობა დავით ხიდაშელს.

რასაკვირველია, პრემიერი ირაკლი კობახიძე თავისი კომპეტენციის ფარგლებში იყო ჩართული ამ საკითხებში და, როგორც აღნიშნა, საკმაოდ რთულ ვითარებაში მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კისერზე შემომხტარ რედაქციას, ჟურნალისტს, პოლიტიკურ ჯგუფს სურთ, რაღაც დივიდენდი მიიღონ ამ პოლიტიკურ ასპარეზზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ალიანსიდან უკვე საკმაოდ ბინძური ბრალდებები გვესმის. „პატრიოტთა ალიანსი“, „ასავალ-დასავალი“ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს შემოახტნენ ზურგზე და პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერა დაიწყეს. ეს რუკები დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი პატრიოტული როლი კიდევ ერთხელ შეასრულა თავისი ქვეყნის წინაშე, რაც არაერთხელ გაუკეთებია და მადლობაც გადაუხადა და ჩვენც მადლობა უნდა გადავუხადოთ დავით ხიდაშელს, რომ საკუთარ სამშობლოში ჩამოიტანა ეს რუკები, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული. აბსოლუტურად არაფერ შუაშია ირაკლი ღარიბაშვილი. რომ ყოფილიყო, ამასაც არავინ დამალავდა. პოზიტიურიც ბევრი აქვს გაკეთებული და არასდროს დაგვიმალავს, უბრალოდ, დანაშაული აქვს ჩადენილი და ამ დანაშაულის გადაფარვის თვალსაზრისით, ასეთ ალიანსში, ასეთი ფორმით დაპირისპირება საკუთარ სახელმწიფოსთან არათუ მისაღები, არამედ უსინდისობაა. როგორ შეიძლება ასეთი ტყუილი ან ირაკლი ღარიბაშვილის ასეთი ტყუილის მძევლად ჩამოყალიბება, ესეც ძალიან მტკივნეული თემაა. ეს რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამ საკითხებში, რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა მთავარ როლს. მადლობა ერთსაც და მეორესაც, და თავად ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გადაუხადა მადლობა დავით ხიდაშელს. რასაკვირველია, პრემიერი ირაკლი კობახიძე თავისი კომპეტენციის ფარგლებში იყო ჩართული ამ საკითხებში და, როგორც აღნიშნა, საკმაოდ რთულ ვითარებაში მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კისერზე შემომხტარ რედაქციას, ჟურნალისტს, პოლიტიკურ ჯგუფს სურთ, რაღაც დივიდენდი მიიღონ ამ პოლიტიკურ ასპარეზზე“
გია ვოლსკი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე - ისეთ რამეს ნუ დაიჩემებს ირაკლი, რაშიც გუნდი იღებდა მონაწილეობას - მან ქვეყნის მიმართ საკმაოდ სერიოზული გადაცდომა ჩაიდინა და ამის დაბალანსება საკმაოდ გაუჭირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები