ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"პატრიოტთა ალიანსი" და "ასავალ-დასავალი" თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს შემოახტდნენ ზურგზე და პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერა დაიწყეს - გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსი" და "ასავალ-დასავალი" ირაკლი ღარიბაშვილის ზურგზე შემოხტნენ და პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერა დაიწყეს. ვოლსკის თქმით, დავით გარეჯის სადავო რუკები დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი ამასთან არაფერ შუაშია.

"პატრიოტთა ალიანსი" და "ასავალ-დასავალი" თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს შემოახტდნენ ზურგზე და პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერა დაიწყეს - გიორგი ვოლსკი
"პატრიოტთა ალიანსი" და "ასავალ-დასავალი" თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს შემოახტდნენ ზურგზე და პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერა დაიწყეს - გიორგი ვოლსკირუსთავი 2

გაზეთ ასავალ-დასავალის თითქმის ყველა ნომერში გამოქვეყნებული სტატიების პარალელურად, რომლებშიც ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ირაკლი ღარიბაშვილის გამართლებას ცდილობენ, ამჯერად ექსპრემიერს მხარდაჭერას გაზეთის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი უცხადებს. ლაშა ნადარეიშვილი გუშინ მთელი დღის განმავლობაში "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. დღეს კი, სოციალურ ქსელში წერს ზუსტად იმავეს, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ წერილებში. ნადარეიშვილი ამტკიცებს, რომ დავით გარეჯის სადავო ტერიტორიების რუკები ირაკლი ღარიბაშვილმა მოიპოვა.

"ასავალ-დასავალის" რედაქტორის დეზინფორმაციულ განცხადებას მმართველ გუნდში პასუხობენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პატრიოტთა ალიანსმა და "ასავალ-დასავალმა" პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერა დაიწყეს.

"ახლა გადავიდნენ უკვე ბინძურ ბრალდებებზე ეს "პატრიოტთა ალიანსი", "ასავალ-დასავალი", რაღაც შემოახტნენ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს ზურგზე და რაღაც პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერა დაიწყეს. რა მიზანს ემსახურება, რასაკვირველია, იმ მიზანს ემსახურება, რასაც ყველა მექანიზმი, რომელიც შეიქმნა კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ყულაბაში აღმოჩნდა, რაც ყველაზე აღმაშფოთებელია.

ეს რუკები ჩამოიტანა დავით ხიდაშელმა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი პატრიოტული როლი კიდევ ერთხელ შეასრულა თავისი ქვეყნის წინაშე. რაც არაერთხელ გაუკეთებია და მადლობაც გადაუხადეს და ჩვენც მადლობა უნდა გადავუხადოთ დავით ხიდაშელს, რომ საკუთარ სამშობლოში ჩამოიტანა ეს რუკები, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ დაშვებული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული წინა ხელისუფლების მიერ. აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის ირაკლი ღარიბაშვილი. რომ ყოფილიყო, ამასაც არ დამალავდა არავინ.

დანაშაული აქვს ჩადენილი და ამ დანაშაულის რაღაც "გაპრავების" თუ გადაფარვის თვალსაზრისით, აი, ასეთ ალიანსში, ესეთ ფორმით დაპირისპირება საკუთარ სახელმწიფოსთან რასაკვირველია გასაგებია, მაგრამ არ არის აბსოლუტურად არცერთი ნიშნით, არა თუ მისაღები, არამედ არის უსინდისობა. როგორ შეიძლება ასეთი ტყუილი? - ან ასეთი ტყუილის მძევლად ჩამოყალიბება ირაკლი ღარიბაშვილის, ესეც ძალიან მტკივნეული თემაა", - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიეკრმა, გიორგი ვოლსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუ გადაფარვის თვალსაზრისით, აი, ასეთ ალიანსში, ესეთ ფორმით დაპირისპირება საკუთარ სახელმწიფოსთან რასაკვირველია გასაგებია, მაგრამ არ არის აბსოლუტურად არცერთი ნიშნით, არა თუ მისაღები, არამედ არის უსინდისობა. როგორ შეიძლება ასეთი ტყუილი? - ან ასეთი ტყუილის მძევლად ჩამოყალიბება ირაკლი ღარიბაშვილის, ესეც ძალიან მტკივნეული თემაა“
გიორგი ვოლსკი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე - ისეთ რამეს ნუ დაიჩემებს ირაკლი, რაშიც გუნდი იღებდა მონაწილეობას - მან ქვეყნის მიმართ საკმაოდ სერიოზული გადაცდომა ჩაიდინა და ამის დაბალანსება საკმაოდ გაუჭირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები