ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“მინდა, გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი” - ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის სამინისტროსაპატრიარქო

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, და იხსენებს დავით გარეჯის საქმეს, სადაც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევითა და დავით ხიდაშელის ჩართულობით რუკების დედნები მოიპოვეს.

“მინდა, გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი” - ირაკლი ღარიბაშვილი
“მინდა, გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი” - ირაკლი ღარიბაშვილიBM.GE

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს. ექსპრემიერი წერილში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დავით გარეჯის საკითხზე მუშაობის პროცესს და მისი ჩართულობით გაკეთებულ საქმეებზეც საუბრობს.

ღარიბაშვილი წერილში წერს, რომ მისი თავდაცვის მინისტრობის დროს განახლდა მუშაობა ამ მიმართულებით.

"ახლა, როდესაც ბრალს მდებენ იმაში, რაც არასოდეს ჩამიდენია, დიდი მწერლის სიტყვები მახსენდება:

„ყოველი დროის ცილისმწამებლებმა კარგად იცოდნენ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მაშინ ხდება, როცა სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წინააღმდეგაც თავად იბრძოდა იგი“.

აქვე მინდა გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი. ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს განვაახლეთ მუშაობა ამ მიმართულებით.

მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჯერ კიდევ წლების წინ, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, გვქონდა მცდელობა, მოგვეპოვებინა ორიგინალი რუკები, რაც აუცილებელი იყო მოლაპარაკებებში საქართველოს პოზიციების გასაძლიერებლად.

2020 წლამდე ქვეყანაში სამი პრემიერ-მინისტრი, ორი თავდაცვის მინისტრი და სამი შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვალა. სამწუხაროდ, დავით გარეჯთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა. პირიქით, სიტუაცია გაუარესდა.

ჩემი კოორდინაციით თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღვადგინეთ სრული სურათი, შევისწავლეთ წარსულში დაშვებული დანაშაულებრივი ქმედებები. გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არასწორი რუკების გამოყენებით საქართველოს საზღვრის გამრუდებას ცდილობდნენ, კვლავ სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ.

მალევე თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის დეპარტამენტის პროფესიონალების მიერ მომზადებული კონკრეტული ხედვა, მოსაზრებები და გამოსავლის გზები წარვუდგინე პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა დავით ხიდაშელის მიერ რუკების დედნების თბილისში ჩამოტანა. ასევე განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება - დაიწყო გამოძიება.

შედეგად, მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფოს პოზიციები. ამის თაობაზე სრულად ინფორმირებული იყო საქართველოს საპატრიარქო და პირველივე დღიდან პროცესში ჩართული იყო დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (მისი ინიციატივითა და შთაგონებით დავიწყე მუშაობა დავით გარეჯის საკითხზე ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს და მასთან ერთად განვაახლე პროცესი თავდაცვის მინისტრად დაბრუნებისთანავე).

ჩემი გადაწყვეტილებით განახლდა სახელმწიფო კომისიაც, რომლის შემადგენლობაშიც შევიყვანეთ ახალი წევრები - პატრიოტი პროფესიონალები.

სასამართლო პროცესი 2023 წლის ბოლომდე გრძელდებოდა. ასევე შერჩეული გვყავდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც სამართლებრივ საკითხებში დაგვეხმარებოდნენ.

აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფოა. იმედი მაქვს, სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მოლაპარაკებები და სამართლიანად გადაწყდება დავით გარეჯის საკითხი.

და ბოლოს, მე მთელი გულით ვემსახურე ჩვენს ჯარსა და ჩვენს სამშობლოს. ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის, თავად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის“, - წერია განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს - წერილი სრულად

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები