პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრები ბათუმში გამართულ საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრნენ

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრები ბათუმში გამართულ საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრნენ
რუსთავი 2

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი ბათუმში გამართულ საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ზღვაზე მომხდარ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების, სხვადასხვა დანაყოფის კოორდინირებული მოქმედებისა და სამაშველო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობები წარუდგინეს.

საჩვენებელ ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის მცურავი საშუალებები, დრონი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო
  2. POSTVსამთავრობოშინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე
  3. ბათუმელებიოპოზიციურიბათუმში სომხეთის შსს მინისტრი იმყოფება
  4. პირველი არხისამთავრობოსომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სულხან თამაზაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები