სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი ბათუმში გამართულ საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრნენ, სადაც ზღვაზე მომხდარ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობები წარუდგინეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი ბათუმში გამართულ საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრნენ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ზღვაზე მომხდარ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების, სხვადასხვა დანაყოფის კოორდინირებული მოქმედებისა და სამაშველო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობები წარუდგინეს.
„საჩვენებელ ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის მცურავი საშუალებები, დრონი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიასომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე
ბათუმში სომხეთის შსს მინისტრი იმყოფება
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრები ბათუმში გამართულ საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრნენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…