ბათუმში სომხეთის შსს მინისტრი იმყოფება
სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი ბათუმში იმყოფება და „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას ესწრება. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებაზე ზღვაზე მომხდარ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირებისა და კოორდინირებული მოქმედებების შესაძლებლობები წარუდგინეს.

დღეს, 15 სექტემბერს, ბათუმში იმყოფება სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში გამართულ საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას ესწრება.
ბათუმშია „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილიც.
სამაშველო წვრთნები ბათუმში.
შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ზღვაზე მომხდარ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების, სხვადასხვა დანაყოფის კოორდინირებული მოქმედებისა და სამაშველო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობები წარუდგინეს.
სამაშველო წვრთნებს ბათუმში სომხეთის შსს მინისტრი ესწრება /15 სექტემბერი.
„საჩვენებელ ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის მცურავი საშუალებები, დრონი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“- წერს შსს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიასომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე
სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრები ბათუმში გამართულ საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრნენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…