ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

მსხვერპლი, ნგრევა, ხანძრები - რუსეთმა ისევ დაარტყა კიევს და კიევის ოლქს

რუსეთის მორიგი დარტყმების შედეგად კიევსა და კიევის ოლქში დაიღუპა ბავშვი, დაშავდნენ ადამიანები, გაჩნდა ხანძრები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

მსხვერპლი, ნგრევა, ხანძრები - რუსეთმა ისევ დაარტყა კიევს და კიევის ოლქს
მსხვერპლი, ნგრევა, ხანძრები - რუსეთმა ისევ დაარტყა კიევს და კიევის ოლქსრადიო თავისუფლება

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში ხანძრები გაუჩნდა კერძო სახლებს, საწყობებს და მაღაზიას.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, ვიშგოროდის რაიონში დანგრეულია კერძო სახლი. მის ნანგრევებში მაშველებმა ბავშვის ცხედარი იპოვეს. დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

კიევის ოლქის ამ რაიონში დაზიანებულია სახლები. გაჩნდა ხანძრები. ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა ბუჩის და ობუხოვის რაიონებშიც.

ბოლო ხანს რუსეთის ჯარები კიევს და კიევის ოლქს ყოველდღე უტევენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველ ჯერზე აცხადებს, რომ სამხედრო მიზნებით გამოყენებულ ობიექტებს დაარტყეს და არაფერს ამბობს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლსა და სამოქალაქო ობიექტების განადგურებაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.