პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსულმა ძალებმა კიევს დაარტყეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 25 ადამიანი

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული ძალების დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. დაზიანებულია მაღაზიის შენობა, არასაცხოვრებელი შენობები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

რუსულმა ძალებმა კიევს დაარტყეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 25 ადამიანი
ინტერპრესნიუსი

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 25-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა განახორციელა. სოლომენსკის რაიონში დრონი მაღაზიის შენობას მოხვდა. კლიჩკოს ინფორმაციით, დრონი ცხრასართულიან არასაცხოვრებელ შენობასაც შეეჯახა.

ჰოლოსიევსკის რაიონში კი დრონმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტსა და არასაცხოვრებელი შენობის სახურავს დაარტყა.

ამასთან, თვითმხილველების განცხადებით, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კვამლი ამოდის.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარე ბაზარში ხანძარი გაჩნდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიკიევზე რუსეთის თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურირუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკით შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიკიევში მსხვერპლია რუსული რაკეტებით შეტევის შედეგად
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კიევში საოფისე შენობის ავტოსადგომზე დრონის იერიშს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები