ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

კიევსა და კიევის ოლქზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო

რუსეთმა კიევსა და კიევის ოლქზე რაკეტებითა და დრონებით მორიგი შეტევა მიიტანა. აფეთქებების შედეგად კიევის სხვადასხვა რაიონში გაჩნდა ხანძრები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები, ხოლო კიევის ოლქში ორი ადამიანი დაშავდა.

კიევსა და კიევის ოლქზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო
კიევსა და კიევის ოლქზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყორადიო თავისუფლება

რუსეთი კიევს ზედიზედ რამდენიმე დღეა უტევს. ამჯერად საჰაერო განგაში 29 სექტემბერს, ადგილობრივი დროით ღამის პირველი საათის შემდეგ გამოცხადდა.

კიევში პირველი აფეთქებების შემდეგ ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობები, რომ პეჩერის რაიონში იწვის სამსართულიანი არასაცხოვრებელი შენობა, ხოლო სოლომიანსკის რაიონში - სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთი კორპუსი. ამავე რაიონში დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ობიექტი.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გოლოსიივსკის რაიონში ხანძარი გაუჩნდა ხუთსართულიან სახლს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ორი ადამიანი დაშავდა კიევის ოლქის ბუჩის რაიონში, სადაც დრონით დარტყმის შედეგად განადგურებულია კერძო სახლი.

რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მასირებული შეტევა მიიტანეს 28 სექტემბერსაც. საგანგებო სიტუაციების სამსახურის და კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 26 ადამიანი.

დრონებით შეტევის შედეგად განადგურებულ და დაზიანებულ შენობებს შორის არიან მეცნიერებათა აკადემიის და სამედიცინო ცენტრის, „დობრობუტის“ შენობები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 28 სექტემბერსაც ირწმუნებოდა, რომ კიევში დაარტყეს უკრაინის არმიის ინტერესებისთვის გამოყენებულ ობიექტს. ამჯერად, ასეთ ობიექტად დაასახელეს კომპანია „უკრტელეკომის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრი.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.