პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციის მიწოდებისთვის 20 მილიონ დოლარამდე ჯილდოსა და შესაძლო გადასახლებას აწესებს, ხოლო დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება.

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს
BM.GE

აშშ-ის სამხედრო უწყების ინფორმაციით, შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციის მიწოდებისთვის 20 მილიონ დოლარამდე ფულად ჯილდოსა და "შესაძლო გადასახლებას" (სხვა ქვეყანაში უსაფრთხო გადაყვანას) აწესებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა "ჯილდო სამართლიანობისთვის" ანაზღაურებას სთავაზობს პირებს, რომლებსაც შეუძლიათ ინფორმაციის მიწოდება ბირთვული პროგრამის "ობიექტების, აღჭურვილობისა და მასთან დაკავშირებული პერსონალის - მათ შორის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების - ან რომელიმე მათგანის გადაადგილების შესახებ".

პროგრამა "Rewards for Justice" 1984 წელს შეიქმნა და მისი მიზანი ფულადი ჯილდოს გაცემაა იმ ინფორმაციის სანაცვლოდ, რაც ეროვნული უსაფრთხოების დაცვას შეუწყობს ხელს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია: "რეჟიმის მხრიდან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წინაშე უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ განაპირობა ის, რომ სააგენტომ დაკარგა უწყვეტი მონაცემები ირანის მიერ ისეთი საკვანძო კომპონენტების წარმოებასა და მარაგებზე, როგორიცაა ცენტრიფუგები".

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ირანის ბირთვული ობიექტები "მიწასთან გაასწორეს".

"ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს. მათ ეს არასდროს ექნებათ. ახლოსაც კი ვერ მივლენ", - განაცხადა ტრამპმა პარასკევს, ფლორიდაში, კენედის კოსმოსურ ცენტრში გამოსვლისას.

თეირანის ბირთვული ამბიციები საკვანძო საკითხია ირანთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში, რომელიც თებერვლის ბოლოს, ქვეყანაზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შემდეგ დაიწყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის 20 მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს $15 მილიონამდე ჯილდოს IRGC-ს ფინანსურ არხებზე ინფორმაციისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები