საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნეპალის ფინანსთა მინისტრს შეხვდა • POSTV
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის შეხვედრის ფარგლებში ნეპალის ფინანსთა მინისტრ სვარნიმ ვაგლეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საჯარო ფინანსების მართვის, ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს რეფორმები განიხილეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, ნეპალის ფინანსთა მინისტრ სვარნიმ ვაგლეს (Swarnim Wagle) შეხვდა, – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ნეპალის მხარე დაინტერესდა საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის, ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და საბიუჯეტო პროცესის სრულყოფის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებით.
„საუბარი ასევე შეეხო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების და ინვესტორთა მოზიდვის მიმართულებით საქართველოში არსებულ პრაქტიკას, განსაკუთრებით, საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მიმართულებით. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობა გამოცდილების გაზიარების კუთხით.
შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„საუბარი ასევე შეეხო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების და ინვესტორთა მოზიდვის მიმართულებით საქართველოში არსებულ პრაქტიკას, განსაკუთრებით, საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მიმართულებით. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობა გამოცდილების გაზიარების კუთხით. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.