ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან შეხვედრებს მართავს

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებს შეხვდა, სადაც აზიურ და საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ათვისების შესაძლებლობები და ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან შეხვედრებს მართავს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან შეხვედრებს მართავსიმედინიუსი

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან შეხვედრებს მართავს. Bank of America (BOFA) ორგანიზებული Small Talk სიმპოზიუმის ფარგლებში, დაინტერესებულ საინვესტიციო ბანკებს და აქტივების მმართველებს წარედგინათ საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების მიმოხილვა და საშუალოვადიანი გეგმები.

საუბარი შეეხო საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკურ/ფისკალურ პარამეტრებსა და საშუალოვადიან პროგნოზებს, საერთაშორისო და განვითარებად ფინანსურ ბაზრებზე შექმნილ მდგომარეობასა და ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს.

ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ICBC-ისა და Nomura-ს ხელმძღვანელ პირებთან და ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, მ.შ. აზიური კაპიტალის ბაზარზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ათვისების შესაძლებლობაზე.

აღინიშნა, რომ J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge-ის ინდექსში, რომლის შემადგენლობაში მიმდინარე წლის სექტემბერში შევიდა ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები, ინვესტორთა ინტერესს, კიდევ უფრო გაზრდის.

საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომელიც საქართველომ ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე დაფინანსების წყაროებისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით განახორციელა.

შეხვედრებს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები