პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მკაცრი ღონისძიებები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონის გავრცელების ფაქტზე 4 პირი დააკავა

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონის გავრცელების ფაქტზე 4 პირი დააკავა. მათ შორის არიან უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც ნარკოტიკებს სხვადასხვა ლოკაციებზე ავრცელებდნენ. დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მკაცრი ღონისძიებები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონის გავრცელების ფაქტზე 4 პირი დააკავა
რუსთავი 2

ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვიდან რამდენიმე წუთში რეალიზატორს პოლიციამ ხელბორკილები დაადო. დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ავტომობილის საჭესთან მჯდომს ე.წ. ფაქტი ხელიდან ხელში გადასცა და სანაცვლოდ თანხა აიღო.

სამართალდამცველები ნარკოდანაშაულის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული სხვა პირების კვალზეც გავიდნენ. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ 3 პირი აიყვანეს. სამივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გავრცელების არა ერთი ფაქტი.

2 კილოგრამზე მეტი "მეთადონის" გავრცელებას გეგმავდა ორგანიზებული ჯგუფი. "კურიერის" ინფორმაციით, დანაშაულის ფაქტზე უკრაინის 2 მოქალაქეა დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცები სამართალდამცველებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გააჩერეს და პირადი ჩხრეკა ჩაატარეს. ამოღებული ნარკოტიკი, გასაყიდად გამზადებული, 26 შეკვრად იყო დაფასოებული. "მეთადონი" სხვადასხვა ლოკაციაზე უნდა დაედოთ.

უკრაინის მოქალაქეების ავტომობილიდან ელექტრო სასწორები და წებოვანი ლენტებია ამოღებული.

"მეთადონის" გავრცელებას გეგმავდა აზერბაიჯანის მოქალაქეც. სამართალდამცველებმა 48 შეკვრა ნარკოტიკი მას პირადი ჩხრეკისას უპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ ბანოჯაში დააკავეს. მოგვიანებით საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდა, რა დროსაც დაკავებულმა პოლიციას ნარკოტიკის სამი სამალავი უჩვენა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ნარკოდანაშაულში ჩართულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არ ჰქონდათ. კვალის არევის მიზნით, ისინი სხვადასხვა ადგილას, დღიურად ბინას ქირაობდნენ.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 4 პირს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად მიმდინარეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
  2. ალიაოპოზიციურიიმერეთში 2 კილოგრამზე მეტი „მეთადონი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს – დაკავებულია 4 პირი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები გრძელდება - შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები