პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 243 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღეს. შსს-ს ცნობით, მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
იმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.

სამართალდამცველებმა, ბათუმში, ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 243 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“ და 50 გრამამდე „ტეტრაჰიდროკანაბინოლი”.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობობათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
  2. ფორმულაოპოზიციურიბათუმში ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს
  3. ალიაოპოზიციურინარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს
  4. რუსთავი 2სამთავრობოდაკავება ნარკოდანაშაულის საქმეზე - როგორ გავიდნენ სამართალდამცველები დანაშაულებრივი ჯგუფის კვალზე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 4 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები