ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები გრძელდება - შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ და „კოკაინი“ ამოიღო. სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ორგანიზებული ჯგუფის წევრები სამალავებში ნარკოტიკების განთავსების პროცესში აიყვანეს.

სახლიდან გასულ ყაზახეთის მოქალაქეს გარეთ პოლიცია დახვდა. უკვე იცოდნენ, რომ 24 წლის მამაკაცი ე.წ. "დამდები" იყო და სამალავებთან ნარკოტიკის გადასანაწილებლად უნდა მისულიყო. კადრები ყაზახეთის მოქალაქის დაკავების დროს არის გადაღებული, იმ სახლთან, სადაც ქირით ცხოვრობდა. გასაყიდად გამზადებულ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონს" შავი ფერის ზურგჩანთაში მალავდა, თან ჰქონდა წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებულ მორიგ კადრებშიც უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავება ჩანს. მასაც სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკი აღმოაჩნდა. "კურიერის" ინფორმაციით, სამალავებში კლიენტისთვის კოკაინი და მეთადონი უნდა დაეტოვებინა. 47 წლის მამაკაცი პოლიციამ სწორედ სამალავებისკენ მიმავალ გზაზე გააჩერა, გაჩხრიკა და დააკავა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელების ფაქტი აღკვეთილია იმერეთის რეგიონშიც. სოფელი ბანოჯა სამართალდამცველების მობილიზების ეპიცენტრი კიდევ ერთხელ გახდა. პოლიციამ ამჯერად ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა.

ორგანიზებული ჯგუფის წევრები, "კურიერის" ინფორმაციით, სოფელ ბანოჯაში, ტყის მასივში, დანაშაულის ფაქტზე აიყვანეს მაშინ, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცები დაფასოებულ მეთადონს სხვადასხვა ადგილებში შეთანხმებულად დებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და მყიდველს კოორდინატებს უგზავნიდნენ.

იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა სამალავებში დატოვებული ნარკოტიკები ამოიღეს. კადრებიდან ირკვევა, რომ მეთადონს ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საბურავებსა და მიწაში მალავდნენ. სამალავების კვალზე დაკავებულებმა პოლიცია თავად მიიყვანეს.

150 გრამი "კოკაინის", 111 აბი და 119 შეკვრად დაფასოებული "მეთადონის" გავრცელების ფაქტი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს. ნარკოდამნაშავეების დასაკავებლად, სამართალდამცველებმა ჯერ კომპლექსური და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სულ 5 პირია დაკავებული.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გარდა, ნარკოდანაშაულის საქმეში სხვა ნივთმტკიცებებიც დევს, მათ შორის - ნარკოტიკის გასაყიდად გამზადებისთვის საჭირო მოწყობილობები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 4 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები