პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს აგრძელებს. აღებული 694 ნიმუშიდან ამ ეტაპზე ცნობილია 370 ნიმუშის შედეგი, რომლებიც დადგენილ ნორმებს შეესაბამება.

საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
რუსთავი 2

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს აქტიურად განაგრძობს.

ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის 694 ნიმუშია აღებული. ამ ეტაპზე 370 ნიმუშის კვლევის შედეგებია ცნობილი- ყველა მათგანი სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს შეესაბამება.

მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიულად მოწმდება სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. კვლევა ხორციელდება ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).

დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურისაბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშის პასუხი ცნობილია
  2. ფორმულაოპოზიციურისააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისურსათის სააგენტომ ბაღებიდან აღებულ 370 ნიმუშში დარღვევა ვერ აღმოაჩინა
  4. POSTVსამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა •
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბაგა-ბაღებში სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა - სურსათის ეროვნული სააგენტოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები