პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ იოსელიანი მსოფლიო ბანკის კვლევაზე: ჩვენ დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი

მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის თანახმად, შუა დერეფნის პოტენციალი იზრდება და 2040 წლისთვის ტვირთბრუნვა შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ საქართველო ამას თანმიმდევრული ხედვით და ინვესტიციებით პასუხობს, რათა დერეფანი კონკურენტუნარიანი და ეფექტიანი გახდეს.

თამარ იოსელიანი მსოფლიო ბანკის კვლევაზე: ჩვენ დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი
რუსთავი 2

"მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შუა დერეფნის მზარდ როლს და მის ეკონომიკურ პოტენციალს“, -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა მსოფლიო ბანკის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, რიგი ღონისძიებებით და ინფრასტრუქტურული პროექტებით 2040 წლამდე მოსალოდნელია ტვირთბრუნვის გაზრდა დაახლოებით 4-ჯერ და ასევე ტვირთის გადაზიდვის დროის შემცირება დაახლოებით 2/3-ით.

"მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური ეფექტი, რაც მოსალოდნელია აღნიშნული ღონისძიებების გატარების საფუძველზე. კვლევის თანახმად, მშპ რეგიონში დაახლოებით 3.3%-ით გაიზრდება, ასევე შეიქმნება დაახლოებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი. ამ ყველაფერს საქართველო პასუხობს მწყობრი და თანმიმდევრული ხედვით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.

"2032 წლამდე ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ძირითად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რაც მოიცავს როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, რკინიგზის ისტორიულ მოდერნიზებას და ასევე საერთაშორისო აეროპორტების განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ დიდ სურათში, რაც გულისხმობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, რადგან დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2040 წლისთვის შუა დერეფნის გამტარუნარიანობა შესაძლოა გაოთხმაგდეს, ხოლო მგზავრობის სავარაუდო ხანგრძლივობა ორი მესამედით შემცირდეს. ანგარიშის მიხედვით, ასეთი სარგებლის მიღება დერეფნის ცხრა ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთში, თურქეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში იქნება შესაძლებელი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოშუა დერეფნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.61%-ით გაზრდის - World Bank-ის ანგარიში
  2. რუსთავი 2სამთავრობოWorld Bank-ის ანგარიში: შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას
  3. რუსთავი 2სამთავრობოსტრატეგიულად კრიტიკული სისტემები, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა, მიუხედავად მათი მოკრძალებული ზომისა, გამოყენების მაღალი მაჩვენებლებითა და შედარებით მოწინავე მმართველობითი და ფინანსური პრაქტიკით გამოირჩევიან - მსოფლიო ბანკის ანგარიში
  4. იმედინიუსისამთავრობოWorld Bank-ის ანგარიში: შუა დერეფნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.61%-ით გაზრდის, სომხეთის 3.40%-ით, აზერბაიჯანის კი - 0.43%-ით
  5. იმედინიუსისამთავრობოWorld Bank-ის ანგარიში: შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას
  6. POSTVსამთავრობომსოფლიო ბანკის ანგარიში: „სტრატეგიულად კრიტიკული სისტემები, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა (დაახლოებით 1,400
  7. BM.GEოპოზიციურიშუა დერეფნის განვითარება გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.6%-ით გაზრდის - მსოფლიო ბანკი
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმსოფლიო ბანკი - ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი შეიძლება მის გასწვრივ მდებარე ქვეყნების სწრაფი ზრდის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის, სიღარიბის დაძლევისა და კერძო ინვესტიციების გაფართოების მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი გახდეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შუა დერეფნის პოტენციალი და ახალი გამოწვევები - მსოფლიო ბანკის ანგარიში რეგიონული ინტეგრაციის შესახებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები