ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

გვაქვს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი, რომელიც მოიცავს ყველა ტიპის ტრანსპორტს, როგორც ავიაციას, ასევე საავტომობილო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტს - თამარ იოსელიანი

საქართველოს რკინიგზა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა მაღალ ტემპს ინარჩუნებს და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარებისთვის 10-წლიანი სამოქმედო გეგმა არსებობს, რომელიც ყველა ტიპის ტრანსპორტს მოიცავს.

გვაქვს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი, რომელიც მოიცავს ყველა ტიპის ტრანსპორტს, როგორც ავიაციას, ასევე საავტომობილო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტს - თამარ იოსელიანი
გვაქვს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი, რომელიც მოიცავს ყველა ტიპის ტრანსპორტს, როგორც ავიაციას, ასევე საავტომობილო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტს - თამარ იოსელიანირუსთავი 2

საქართველოს ეკონომიკა მაღალი ზრდის ტემპს ინარჩუნებს და იანვარ-აგვისტოს მონაცემებით ზრდამ 7,6% შეადგინა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიმდინარე მაჩვენებლებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ანგარიშებიც ამყარებს და მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2%-ული პუნქტით, 5-დან 7%-მდე გაიზარდა.

"ამ მიმართულებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში სექტორის ზრდამ დაახლოებით 19% შეადგინა და ზოგადად მთლიან შიდა პროდუქტში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს 6%-იანი წილი უკავია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება და ზოგადად მსგავსი ტიპის ტენდენციის შენარჩუნება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის დივერსიფიკაციის შედეგია. ჩვენი მიდგომა სატრანსპორტო სექტორის მიმართ არის იმ კუთხით, რომ ჩვენ ვავითარებთ როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე ვავითარებთ შესაბამის სერვისებს. გვაქვს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი, რომელიც მოიცავს ყველა ტიპის ტრანსპორტს, როგორც ავიაციას, ასევე საავტომობილო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტს", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკის ანგარიშზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში 16 უმნიშვნელოვანესი პროექტია გამოყოფილი, რომელთაგან 12 უკვე დაწყებულია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2040 წლისთვის დერეფანში ტვირთბრუნვა დაახლოებით ოთხჯერ გაიზრდება, ხოლო ქვეყანაში ტვირთის გადაზიდვის დრო დაახლოებით 2/3-ით შემცირდება.

"ჩვენი პოლიტიკაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეზობელ ქვეყნებთან და შუა დერეფნის მასპინძელ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციაშია. ის საინვესტიციო პროგრამა რასაც ვახორციელებთ, ყველა სატრანსპორტო სექტორის მიმართულებით არის თანხვედრაში იმისათვის, რომ ერთმანეთისთვის გამოწვევებად არ დავრჩეთ და ამისთვის ვითარდება, როგორც საქართველოს რკინიგზა, ასევე საქართველოს აეროპორტები, სადაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს. ასევე კერძო სექტორთან თანამშრომლობით გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით ვავითარებთ ტერმინალების ინფრასტრუქტურას საზღვაო ნავსადგურებშიც. ამასთანავე, ხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონისა და შუა დერეფნის ქვეყნებისთვის", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ მიმართულებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში სექტორის ზრდამ დაახლოებით 19% შეადგინა და ზოგადად მთლიან შიდა პროდუქტში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს 6%-იანი წილი უკავია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება და ზოგადად მსგავსი ტიპის ტენდენციის შენარჩუნება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის დივერსიფიკაციის შედეგია. ჩვენი მიდგომა სატრანსპორტო სექტორის მიმართ არის იმ კუთხით, რომ ჩვენ ვავითარებთ როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე ვავითარებთ შესაბამის სერვისებს. გვაქვს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი, რომელიც მოიცავს ყველა ტიპის ტრანსპორტს, როგორც ავიაციას, ასევე საავტომობილო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტს“
თამარ იოსელიანი
„ჩვენი პოლიტიკაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეზობელ ქვეყნებთან და შუა დერეფნის მასპინძელ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციაშია. ის საინვესტიციო პროგრამა რასაც ვახორციელებთ, ყველა სატრანსპორტო სექტორის მიმართულებით არის თანხვედრაში იმისათვის, რომ ერთმანეთისთვის გამოწვევებად არ დავრჩეთ და ამისთვის ვითარდება, როგორც საქართველოს რკინიგზა, ასევე საქართველოს აეროპორტები, სადაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს. ასევე კერძო სექტორთან თანამშრომლობით გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით ვავითარებთ ტერმინალების ინფრასტრუქტურას საზღვაო ნავსადგურებშიც. ამასთანავე, ხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონისა და შუა დერეფნის ქვეყნებისთვის“
თამარ იოსელიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.