ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა

ხალხის ძალა

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე და პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ახალგაზრდების საქმიანობა, ადგილობრივი საჭიროებები და სამომავლო კომუნიკაციის საკითხები.

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთაPOSTV

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების დელეგატი, პოლიტიკური ჯგუფის – „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პრინციპები და პარლამენტის წევრის, როგორც მუნიციპალიტეტების დელეგატის, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობასა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან შეხვედრას ასევე პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე დაესწრო.

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან შეხვედრისას დარგობრივ პროფესიულ საკითხებზე და მრჩეველთა საბჭოში მათი საქმიანობის საკითხებზე ვისაუბრეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდები აქტიურად არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე ინფორმირებულები და ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საინტერესო ხედვები და მოსაზრებები აქვთ. შეხვედრაზე შემდგომი კომუნიკაციის მიმართულებებზე შევთანხმდით, რათა მათი აქტივობების სწორი კოორდინაცია მოხდეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან შეხვედრისას დარგობრივ პროფესიულ საკითხებზე და მრჩეველთა საბჭოში მათი საქმიანობის საკითხებზე ვისაუბრეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდები აქტიურად არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე ინფორმირებულები და ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საინტერესო ხედვები და მოსაზრებები აქვთ. შეხვედრაზე შემდგომი კომუნიკაციის მიმართულებებზე შევთანხმდით, რათა მათი აქტივობების სწორი კოორდინაცია მოხდეს“
დიმიტრი ხუნდაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.