ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ხუნდაძე მცხეთის მერიას დაუპირისპირდა

საპარლამენტო უმრავლესობისა და „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მცხეთის მერმა გოგი აბუაშვილმა საკრებულოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს პასუხი ვერ გასცა.

ხუნდაძე მცხეთის მერიას დაუპირისპირდა
ხუნდაძე მცხეთის მერიას დაუპირისპირდაTV პირველი

საპარლამენტო უმრავლესობისა და „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას აკრიტიკებს. დეპუტატი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ უკმაყოფილება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოთქვა, ახლა კი, მისი შეფასებით, ვითარების სიმძიმე მერის ანგარიშის განხილვამაც აჩვენა.

ხუნდაძის განცხადებით, მცხეთის მერმა გოგი აბუაშვილმა საკრებულოს წევრების მიერ პრობლემურ საკითხებზე დასმულ კითხვებს პასუხი ვერ გასცა. დეპუტატი წერს, რომ პროცესის მიმართ გულგრილად ყოფნას აღარ აპირებს.

„მცხეთაში არსებული სავალალო მდგომარეობის გამო, ჩემ მიერ თვეების წინ გამოხატული უკმაყოფილება, დღეს, მერის ანგარიშის შემდეგ საკრებულომაც დაადასტურა.

ადგილობრივი დეპუტატების მხრიდან პრობლემურ საკითხებზე დასმული კითხვებიდან, მერმა ვერც ერთს პასუხი ვერ გასცა. ვწუხვარ შექმნილი ვითარების გამო და არ ვაპირებ დიდხანს, გულგრილად ვუყურო ამ პროცესს!“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.