პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიმიტრი ხუნდაძე: „მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდათ მზის პანელები, რომლებიც

ეკონომიკის სამინისტრო

მთავრობის ხელშეწყობით, დუშეთის მაღალმთიანი სოფლების 58 ოჯახს მზის მიკროსადგურები დაუმონტაჟდა, რაც მათ 24-საათიანი ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. პარლამენტის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანია მოსახლეობის მთაში დასამაგრებლად და საზღვრისპირა ზოლის დასაცავად.

დიმიტრი ხუნდაძე: „მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდათ მზის პანელები, რომლებიც
POSTV

„მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდათ მზის პანელები, რომლებიც საშუალებას აძლევს, რომ პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მათ არა თუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, მოსახლეობის მთაში დამაგრებისთვის და მათი ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება.

„ქვეყნის შიდა მიგრაციის ბოლოდროინდელი ტენდენციებიდან გამომდინარე, ამ პროექტსა და მსგავს მიდგომას დამატებითი მნიშვნელობა აქვს, რათა მოსახლეობა მთაში დავამაგროთ და დაცული იყოს საზღვრისპირა ზოლი, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, დუშეთის მაღალმთიანი სოფლების 58 ოჯახისთვის მზის მიკროსადგურების მონტაჟს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი ხორციელდება დასახლებებისთვის, რომელთა მიერთება ცენტრალურ ქსელზე რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდება. მოსახლეობა დენით ინდივიდუალურად იქნება უზრუნველყოფილი ნებისმიერ ამინდში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოდიმიტრი ხუნდაძე: მთავრობის ხელშეწყობით 58 მოსახლეს, 16 სოფლის მასშტაბით დაუმონტაჟდათ მზის პანელები, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მათ არა თუ ელექტროენერგია ჰქონდეთ, არამედ მოიხმარონ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ისტორიაში პირველად, მაღალმთიანი დასახლებებისთვის ელექტროენერგია უკვე ხელმისაწვდომია - პროგრამაში მონაწილეობისთვის შესაბამისი კრიტერიუმების მქონე მოქალაქეებმა ადგილობრივ მერიას უნდა მიმართონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები