ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აზერბაიჯანული კომპანია თბილისში სასტუმროსა და A კლასის ბიზნესცენტრის გახსნას აანონსებს

ქართული ოცნება

აზერბაიჯანული კომპანია PASHA Holding თბილისში, დოდო აბაშიძის ქუჩაზე, სასტუმროსა და A კლასის ბიზნესცენტრს ხსნის. პროექტის სახელწოდებაა Tbilisi Riverfront Office & Hotel და ის მოიცავს 9-სართულიან სასტუმროსა და საოფისე ფართებს. გახსნა სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება.

აზერბაიჯანული კომპანია თბილისში სასტუმროსა და A კლასის ბიზნესცენტრის გახსნას აანონსებს
აზერბაიჯანული კომპანია თბილისში სასტუმროსა და A კლასის ბიზნესცენტრის გახსნას აანონსებსნეტგაზეთი

აზერბაიჯანული PASHA Holding თბილისში სასტუმროსა და A კლასის ბიზნესცენტრის გახსნას სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯალალ გასიმოვმა „Report“-ს აზერბაიჯანის მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის (AIIF 2026) ფარგლებში განუცხადა.

გასიმოვის თქმით, ახალი სასტუმრო-კომპლექსისა და A კლასის ბიზნესცენტრის გახსნისთვის ყველა საჭირო ნებართვა უკვე მიღებულია. მისი განცხადებით, ოფიციალური გახსნის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.

„Report“-ის ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე PASHA Holding-ს თბილისის ფარგლებს გარეთ საქართველოში კონკრეტული ახალი პროექტები დაგეგმილი არ აქვს. კომპანია განიხილავს ბათუმსა და საქართველოს სხვა ადგილებში დეველოპმენტის შესახებ შემოთავაზებებს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

თბილისში PASHA Holding-ის ახალი პროექტის შესახებ 26 სექტემბერს საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ხიდურელმაც ისაუბრა. მისი თქმით, PASHA Holding ცენტრალურ თბილისში სასტუმროებისა და მრავალფუნქციური კომერციული უძრავი ქონების სექტორში ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის ემზადება.

PASHA Real Estate-ის ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის სახელია Tbilisi Riverfront Office & Hotel. კომპანია მას დოდო აბაშიძის ქუჩაზე, კოტე მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარედ მდებარე კომპლექსად აღწერს. პროექტი მოიცავს 9-სართულიან, 152-ნომრიან სასტუმროსა და 5 000 კვადრატულ მეტრზე მეტ საოფისე ფართს.

PASHA Real Estate-ის პორტფელშიც Tbilisi Riverfront Office & Hotel საქართველოს პროექტად არის მითითებული.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის მსხვილი ბიზნესჯგუფის PASHA Holding-ის კომერციული და საერთაშორისო პროექტების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები