ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ალდე“ - ვითხოვთ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ალდეს“ ჯგუფი და მისი თავმჯდომარე იულიან ბულაი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ელენე ხოშტარია ერთი წელია პატიმრობაშია ბანერზე წარწერის გამო, მის სასჯელს Amnesty International-ი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, ხოლო მხარდამჭერებმა თბილისში საპროტესტო ბანერი გადმოფინეს.

„ალდე“ - ვითხოვთ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას
„ალდე“ - ვითხოვთ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებასTV პირველი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ალდეს“ ჯგუფი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

„ერთი წელი შესრულდა პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებიდან „ქართული ოცნების“ ბანერზე „რუსული ოცნების“ დაწერის გამო. Amnesty International-ი მისთვის მისჯილ 18-თვიან პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“- წერს „ალდეს“ თავმჯდომარე, იულიან ბულაი სოციალურ ქსელში.

დღეს პარტია "დროას" ლიდერის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა. ქალი პოლიტიკოსი სასჯელს კალაძის ბანერზე ფლომასტრით გაკეთებული წარწერის გამო იხდის. ოთხი შვილის დედა, მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენის მიხედვით, ციხეში კიდევ ნახევარ წელს გაატარებს. მის მხარდასაჭერად უკვე დაანონსდა საპროტესტო აქცია. დღეს მშრალი ხიდიდან გიგანტური ბანერი გადმოფინეს წარწერით: "თავისუფლება ელენე ხოშტარიას".

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთი წელი შესრულდა პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებიდან „ქართული ოცნების“ ბანერზე „რუსული ოცნების“ დაწერის გამო. Amnesty International-ი მისთვის მისჯილ 18-თვიან პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“
იულიან ბულაი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ელენე ხოშტარიას დაკავებიდან 1 წელი გავიდა - მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები