ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მათი შინაარსი არის ღალატი, მუდმივი დაპირისპირება, ზიზღისა და სიძულვილის გენერირება" - ნინო წილოსანი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული და მათი შინაარსი ღალატი, მუდმივი დაპირისპირება და სიძულვილის გენერირებაა.

"მათი შინაარსი არის ღალატი, მუდმივი დაპირისპირება, ზიზღისა და სიძულვილის გენერირება" - ნინო წილოსანი "ნაციონალურ მოძრაობაზე"
"მათი შინაარსი არის ღალატი, მუდმივი დაპირისპირება, ზიზღისა და სიძულვილის გენერირება" - ნინო წილოსანი "ნაციონალურ მოძრაობაზე"რუსთავი 2

"ის, რასაც ეს ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანება ემსახურება, თავის ხელისუფლებაში ყოფნის მომენტიდან, ოპოზიციად წოდების მომენტამდე და ახლაც, არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები", - ამის შესახებ პარლამენტი თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

წილოსანის თქმით, მათი უმთავრესი მახასიათებელი მუდმივი დაპირისპირება და ზიზღისა და სიძულვილის გენერირებაა.

"ეს ადამიანები და ეს პოლიტიკური დაჯგუფება არ არის ოპოზიცია, რადგან ოპოზიციას თავის მიზნები და კონკრეტული ამოცანები აქვს. ის, რასაც ეს ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანება ემსახურება, თავის ხელისუფლებაში ყოფნის მომენტიდან, ოპოზიციად წოდების მომენტამდე და ახლაც, არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები.

მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციული და რევოლუციური სცენარები. ის, რაც ახლა ხდება მათ რიგებში, ეს გამოხატავს "ნაცმოძრაობის" რეალურ შინაარსს. მათი შინაარსი არის ღალატი, მუდმივი დაპირისპირება, ზიზღისა და სიძულვილის გენერირება.

რასაც ქართული საზოგადოება ამ პოლიტიკურ ძალას ედავება, ახლა ისინი ერთმანეთის შიგნით ედავებიან ერთმანეთს. ის ფაქტი, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება არის მოღალატეობრივი, ახლა უკვე თავად, შიგნიდან გახეთქეს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ის, რასაც ეს ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანება ემსახურება, თავის ხელისუფლებაში ყოფნის მომენტიდან, ოპოზიციად წოდების მომენტამდე და ახლაც, არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები“
ნინო წილოსანი
„რეალურ შინაარსს. მათი შინაარსი არის ღალატი, მუდმივი დაპირისპირება, ზიზღისა და სიძულვილის გენერირება. რასაც ქართული საზოგადოება ამ პოლიტიკურ ძალას ედავება, ახლა ისინი ერთმანეთის შიგნით ედავებიან ერთმანეთს. ის ფაქტი, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება არის მოღალატეობრივი, ახლა უკვე თავად, შიგნიდან გახეთქეს“
ნინო წილოსანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო წილოსანი - გახარიას გუნდს ეძლეოდა შანსი, შეეცვალა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა და ჩამჯდარიყო კონსტიტუციურ წყობაში - ამ შანსის გამოუყენებლობა გახდა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის საფუძველიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები