ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი ქადაგიშვილი – დედის გინება, ბულინგი არც საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს, არც ქართული კულტურის ნაწილია, მუქარების წახალისება წვეთ-წვეთად მოხდა, პოლარიზაციის გაჩენაში ფულის ჩადებით

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საზოგადოების მიმართ გაჟღერებული მუქარები და გინება პოლარიზაციის გაჩენისა და ხელისუფლების შეცვლის მიზანს ისახავდა. ქადაგიშვილმა ასევე დაგმო ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გარკვეული ღონისძიებების დაფინანსება. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას დიქტატურის დამხობაზე ისაუბრა.

ირაკლი ქადაგიშვილი – დედის გინება, ბულინგი არც საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს, არც ქართული კულტურის ნაწილია, მუქარების წახალისება წვეთ-წვეთად მოხდა, პოლარიზაციის გაჩენაში ფულის ჩადებით
ირაკლი ქადაგიშვილი – დედის გინება, ბულინგი არც საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს, არც ქართული კულტურის ნაწილია, მუქარების წახალისება წვეთ-წვეთად მოხდა, პოლარიზაციის გაჩენაში ფულის ჩადებითპირველი არხი

მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ კი არ იგინებოდა, საზოგადოებას ემუქრებოდა. საქართველოში ასეთი მუქარების წახალისება წვეთ-წვეთად მოხდა, პოლარიზაციის გაჩენაში ფულის ჩადებით, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, პოლარიზაცია სჭირდებოდათ, რათა საქართველოში მოეყვანათ ხელისუფლება, რომელიც გარე დაკვეთების შემსრულებელი იქნებოდა.

„ევროკავშირის წარმომადგენლობამ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ეს ნათლად აჩვენებს, რას უჭერდა მხარს ევროკავშირის ბიუროკრატია საკუთარი წარმომადგენელის პირით. რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება გვქონდა. ევროკავშირი როცა ცდილობს, ის ღონისძიებები დააფინანსოს, იმ მინდორზე და იმ აქტორის მონაწილეობით, ვინც საზოგადოებას მონებს უწოდებს, უკაცრავად, მაგრამ დედის გინებით მიმართავს, რა თქმა უნდა, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. ამ ღონისძიების დაფინანსებაზე როცა უარი მოუწიათ, მათი კომენტარი იყო, ამით გამოხატვის თავისუფლება ირღვევაო. დედის გინება, ადამიანების შეურაცხყოფა, ბულინგი და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივება არც საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს, არც ქართული კულტურის ნაწილია და ნებისმიერი ნორმალური საზოგადოების შეურაცხყოფაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მინდა, ვუთხრა „ქოცებს“, დედას გიტირებთ, დამთავრებულები ხართ“. სააკაშვილის თქმით, „დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს გარდაუვალი ფაქტია“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროკავშირის წარმომადგენლობამ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ეს ნათლად აჩვენებს, რას უჭერდა მხარს ევროკავშირის ბიუროკრატია საკუთარი წარმომადგენელის პირით. რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება გვქონდა. ევროკავშირი როცა ცდილობს, ის ღონისძიებები დააფინანსოს, იმ მინდორზე და იმ აქტორის მონაწილეობით, ვინც საზოგადოებას მონებს უწოდებს, უკაცრავად, მაგრამ დედის გინებით მიმართავს, რა თქმა უნდა, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. ამ ღონისძიების დაფინანსებაზე როცა უარი მოუწიათ, მათი კომენტარი იყო, ამით გამოხატვის თავისუფლება ირღვევაო. დედის გინება, ადამიანების შეურაცხყოფა, ბულინგი და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივება არც საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს, არც ქართული კულტურის ნაწილია და ნებისმიერი ნორმალური საზოგადოების შეურაცხყოფაა“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.